png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ილჰამ ელიევს შეხვდა

  • თავდაცვა
  • 02.12.2015
  • 16:41
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ილჰამ ელიევს შეხვდა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ელიევმა და საქაღთველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონის სტრატეგიული ენერგოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხი იყო.

„ვისაუბრეთ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, მათ შორის ნავთობსადენების უსაფრთხოების თემაზე. განვიხილეთ თუ რა დამატებითი ზომები შეიძლება განვახორციელოთ ნავთობსადენების დასაცავად დღევანდელი გამოწვევების პერიოდში. განვიხილეთ ენერგეტიკული პროექტები, რომელშიც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად მონაწილეობენ.  კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს რეგიონში მიმდინარე უსიამოვნო მოვლენების გათვალისწინებით პროექტებთან დაკავშირებული ობიექტები  შეიძლება ხვალ უფრო მაღალი რისკის შემცველებად იქცნენ. შესაბამისად, პარტნიორ ქვეყნებს  მეტი მცდელობის და ღონისძიების განხორციელება დაგვჭირდება იმისათვის, რომ  რისკები საფრთხეებში არ გადაიზარდოს. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ტრადიციულ თემებზე, ურთიერთობებზე, რომელიც გვაახლოებს ორ სახელმწიფოს,  აჩენს უზარმაზარ შესაძლებლობებს და პოტენციალს იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო ეფექტური, შედეგიანი და ნათელი იყოს ამ თანამშრომლობის შედეგები“, - განაცადა თინათინ ხიდაშელმა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ბაქოში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს „ფაჰრი ჰიაბანის“ ეწვია და აზერბაიჯანის ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინით შეამკო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge