ცნობილი ვარსკვლავების ულამაზო შვილები
- ეს საინტერესოა
- 26.06.2018
- 15:38
ვარსკვლავების შვილები ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან. მათი ფოტოები ჩნდება ტაბლოიდების მთავარ გვერდებზე, თუმცა მათი შემოქმედება და მოღვაწეობა განხილვის თემა ყოველთვის არ ხდება. ცნობილი ადამიანების ზოგიერთი შვილი ყურადღებას მხოლოდ იმით იქცევს, რომ თავის ლამაზ მშობლებს არ გავს.
ელა ბლიუ ტრავოლტა

იმის მიუხედავად, რომ ჯონ ტრავოლტა და კელი პრესტონი ქარიზმატული მსახიობები არიან, მათი თვისება ქალიშვილს ელა ბლიუ ტრავოლტას არ გადასცემია. გოგონა ზედმეტი წონის გამო იტანჯება და არ გამოირჩევა სახის განსაკუთრებული ნაკვთებით. თუმცა ელა ამის გამო არ კომპლექსდება და საზოგადოებაში ყოველთვის თავდაჯერებულად გამოიყურება.
ამანდა ლუკასი

ახალგაზრდობაში ჰოლივუდის რეჟისორი, ლეგენდარული "ვარსკვლავური ომების" შემქმნელი ჯორჯ ლუკასი საკმაოდ მომხიბვლელი გარეგნობით გამოირჩეოდა, თუმცა რამდენადაც ამანდა ლუკასი რეჟისორის აყვანილი შვილია, გასაკვირი არ არის, რომ მას ვარსკვლავური მამის არაფერი სცხია.
გოგონას სახის მამაკაცური ნაკვთები და ფიგურა აქვს, რის გამოც მას სკოლაში ხშირად დასცინოდნენ. ამის გამო მან არაქალური სპორტი - საბრძოლო ხელოვნება აირჩია.
ბრუკლინ ბექჰემი

იმის მიუხედავად, რომ ბრუკლინს არ შეიძლება ძალიან შეუხედავი უწოდო, ბექჰემების წყვილის ბევრი თაყვანისმცემელი აღნიშნავს, რომ მამის ფონზე ის ძალიან უსახური ჩანს. დევიდ ბექჰემის შვილმა ვერ მიიღო მამის სახის დახვეწილი ნაკვთები და მის გარეგნობაში უფრო მეტად ქალური ნაკვთები ჭარბობს, რომელიც დედისგან ერგო.
ლურდეს მარია ჩიკონე-ლეონი

1996 წელს მადონამ ფიტნეს-ტრენერისგან და დამწყებ მსახიობისგან კარლოს ლეონისგან ქალიშვილი გააჩინა. გოგონა გაიზარდა და პაპარაცები თავისი გარეგნობით გააოცა. მოზარდობის ასაკში მისი ექსპერიმენტები მომღერლის თაყვანისმცემლების აღშფოთებას იწვევდნენ. ბევრი აღნიშნავდა, რომ დედა უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, ვიდრე გოგონა.
ჩეზ ბონო
შერი და ჩეზ ბონოშესანიშნავი მომღერლის შერისა და მუსიკოს სონი ბონოს ვაჟმა დედისგან მომხიბვლელობა ვერ მიიღო. თაყვანისმცემლების განსაკუთრებულ გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჩეზ ბონო თავდაპირველად ლამაზი გოგონა არ ყოფილა. 2008 წელს ცნობილი მომღერლის ქალიშვილმა საზოგადოება შოკში ჩააგდო, როდესაც სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა და ჩესთითი ჩეზად გადაიქცა.
როზალინდა ჩელენტანო
როზალინდა ჩელენტანო და ადრიანო ჩელენტანოქარიზმატული მუსიკოსისა და მსახიობის ქალიშვილი როზალინდა სილამაზის დადგენილი კანონების წინააღმდეგ წავიდა და ახალგაზრდობაში თმა გადაიპარსა. როზალინდა ჩელენტანო კაცს დაემსგავსა, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია კინოში წარმატებული კარიერა გაეკეთებინა. ამის გარდა ის ძალიან კარგად მღერის და ხატავს.
სკაუტი, თალულა და რუმერ უილისები

ვარსკვლავების ულამაზო შვილების სიაში ასევე მოხვდნენ დემი მურისა და ბრიუს უილისის ქალიშვილები. მსახიობების შვილები იდეალურისგან ძალიან შორს არიან. ვარსკვლავური წყვილის ქალიშვილებიც კი ხშირად წუწუნებენ თავიანთი გარეგნობის გამო. სკაუტმა, თალულა და რიმერ უილისებმა მამისგან მიიღეს მასიური ყბა, და თუ ბრიუსს ეს განსაკუთრებულ შარმს აძლევს, გოგონებისთვის სრულიად შეუფერებელი აღმოჩნდა.