png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მთელი საქართველოს ბანკმა კომპანიის ახალი დაპირება წარადგინა

  • ბიზნესი
  • 27.06.2018
  • 12:20
მთელი საქართველოს ბანკმა კომპანიის ახალი დაპირება წარადგინა

მთელი საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, კომპანიის ახალი დაპირება წარადგინა. დღეს, საქართველოს ბანკს 2 000 000-ზე მეტ მომხმარებელთან აქვს ურთიერთობა მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც დასტურია იმისა, რომ წლების განმავლობაში კომპანია სწორი გზით ვითარდებოდა. ეს არ არის უბრალოდ რიცხვი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან 2 000 000 ადამიანი ნიშნავს ამდენივე განსხვავებულ ღირებულებას, მიზანს და სურვილს. საქართველოს ბანკი პირველივე დღიდან ცდილობს საბანკო მომსახურება გახადოს ყველასათვის  ხელმისაწვდომი და თითოეულ ადამიანს მათი სურვილების განხორციელებაში დაეხმაროს.

საქართველოს ბანკმა გასულ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში არაერთი ნოვაცია შემოიტანა და დანერგა საბანკო მომსახურების სფეროში: საქართველოს ბანკი იყო პირველი ვინც ქვეყანაში 1996 წელს – Western Union-ში შემოიყვანა. ამავე წელს შექმნა პირველი პლასტიკური ბარათი - Georgian Card-ი, ხოლო 1998 წელს დადგა პირველი ბანკომატი საქართველოში. მომხმარებელს ბანკმა პირველად შესთავაზა ისეთი ინოვაციური სერვისები და პროდუქტები, რომელიც კლიენტსაც უმარტივებდა ამოცანებს, მეტ შესაძლებლობას აძლევდა და ბანკთან თანამშრომლობის კულტურას უყალიბებდა, ამავე დროს ქვეყანაში ბევრ მნიშვნელოვან ბიზნეს-მიმართულებას ავითარებდა. 2012 წელს  საქართველოს ბანკი იყო პირველი ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ ლისტინგში განთავსდა.

„დღეს თითოეული ჩვენგანის განსხვავებული და ინდივიდუალური მიზანი სამყაროში აღარ არსებობს განყენებულად და მჭიდრო კავშირშია მთელ საზოგადოებასთან. საქართველოს სწორედ თითოეულის ინდივიდუალური ხედვა ქმნის, თითოეული ჩვენი ქმედება გავლენას ახდენს არა ერთ, არამედ მილიონობით სხვა ადამიანზე. საკუთარი ღირებულებებით, გრძნობებით და სურვილებით ჩვენ ერთად ვქმნით ახალ, უკეთეს საქართველოს, რომელიც მრავალფეროვანი და განსხვავებულია. ეს საქართველო ეკუთვნის ყოველ ჩვენგანს. ჩვენთვის კი პატივია ვიყოთ სწორედ ასეთი - მთელი საქართველოს ბანკი!”- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

მთელი საქართველოს ბანკმა, ახალი ბრენდის დაპირების წარდგენის ფარგლებში, შექმნა უნიკალური ონლაინ პლატფორმა www.bankof.ge ყველა ადამიანს შესაძლებლობა აქვს ეწვიოს ვებგვერდს, უპასუხოს მარტივ კითხვებს და აღმოაჩინოს მისი საკუთარი საქართველო. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა - ინდივიდუალური ხედვით, ღირებულებებით, გრძნობებით და სურვილებით თავად შექმნას  საკუთარი ვიდეო - თუ როგორია მისი საქართველო. ვიდეოს შექმნისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.bankof.ge 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge