png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას იწყებს

  • ბიზნესი
  • 29.06.2018
  • 17:40
საქართველოს ბანკი რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას იწყებს

მთელი საქართველოს ბანკმა ღია ბანკინგის განვითარების ახალი პროგრამა BOG Fintech და ვებგვერდი www.fintech.ge წარადგინა.

ღია ბანკინგი (open banking) მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეთა ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საბანკო მომსახურების პროცესში ახალი ტიპის ტექნოლოგიური კომპანიების, ე.წ. ფინტექ სტარტაპების ჩართვის ხელშეწყობას და ამ გზით მომხმარებლებისთვის მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანის შექმნას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის საკუთარი პროგრამა წარადგინა.

BOG Fintech პროგრამა რამდენიმე მსხვილ კომპონენტს მოიცავს, როგორც მოქმედი ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის, ასევე ერთეული სპეციალისტებისთვის, რომლებსაც საკუთარი პროექტის განსახორციელებლად ან გასავითარებლად საჭირო რესურსი დღეისათვის არ გააჩნიათ. სწორედ ასეთი პროექტების გამოსავლენად,  საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა კონკურსების, მათ შორის ფინტექ ჰაკათონების მოწყობა, რომელთა გამარჯვებულებს გადაეცემათ გრანტები და საშუალება ექნებათ პროექტის განვითარება საქართველოს ბანკის შესაბამისი მიმართულების თანამშრომლებთან კონსულტაციით წარმართონ.

აღსანიშნავია, რომ BOG Fintech პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკმა ასევე შექმნა ე.წ. API Sandbox - მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. დღეისათვის უკვე ხელმისაწვდომია 9 საბანკო სერვისის შესაბამისი API.

საქართველოს ბანკის ორგანიზებით 14-16 სექტემბერს გაიმართება პირველი ფინტექ ჰაკათონი, რომელიც გადახდების მიმართულებით საუკეთესო იდეებისა და პროტოტიპების მქონე გუნდებს გამოავლენს. ჰაკათონის პირობები უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.fintech.ge

“საქართველოს ბანკს ჰყავს ერთერთი ძლიერი ტექნოლოგიური გუნდი რეგიონში. ეს საშუალებას გვაძლევს  საბანკო მომსახურების მობილური და ინტერნეტ აპლიკაციები სრულად შეიქმნას კომპანიის შიგნით და ამასთანავე, მომზადდეს პროგრამული გარემო შემდეგი თაობის, ღია ბანკინგის კონცეფციის დასანერგად. მოხარული ვარ, რომ BOG Fintech პროგრამის ფარგლებში ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს და სპეციალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ უფრო ახლოს გაეცნონ საქართველოს ბანკის საბანკო სერვისების API-ს, წარმოადგინონ მათი იდეები უკვე მუშა პროტოტიპების სახით და საბოლოოდ - მიიღონ საშუალება განავითარონ საუკეთესო იდეები ჩვენი მომხმარებლებისთვის ახალი, კომფორტული და თანამედროვე სერვისების წარსადგენად“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge