მელანია ტრამპი დამოუკიდებლობის დღეს ამერიკის დროშის ფერებში გამოეწყო (ფოტო)
- ეს საინტერესოა
- 05.07.2018
- 14:38
მელანია ტრამპი გადატანილი ოპერაციის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა და ახლა ის ამერიკელებს თავისი ეფექტური გამოსვლებით ახარებს. გუშინ აშშ-ის პირველი ლედი თავის მეუღლესთან დონალდ ტრამპთან ერთად დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პიკნიკი გამართა. ღონისძიებაზე მელანიას ამერიკული დროშის ფერებით გაფორმებული გრძელი კაბა ეცვა.
თეთრი სახლის კიბეებზე ცოლ-ქმარი ხელჩაკიდებული გამოვიდა და ამით აჩვენა, რომ მათ ურთიერთობაში იდილია მეფობს.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას იმისთვის, რომ ამერიკა არის ძლიერი, უსაფრთხო და ძლევამოსილი სახელმწიფო“, - აღნიშნა საზეიმო გამოსვლაში პრეზიდენტმა.
ღონისძიება ფოიერვერკებით დასრულდა, რომელსაც თვალს პრეზიდენტი და პირველი ლედი რეზიდენციის აივნიდან ადევნებდნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200
