png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ლევან იზორიას ავღანეთში ვიზიტის დროს ბაზა „კუნდუზის" მიმართულებით თავდასხმა განხორციელდა

  • თავდაცვა
  • 06.07.2018
  • 12:25
ლევან იზორიას ავღანეთში ვიზიტის დროს ბაზა „კუნდუზის" მიმართულებით თავდასხმა განხორციელდა

თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში ვიზიტი ბაზა „კუნდუზზე“ IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეულის მონახულებით დაიწყო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები „კუნდუზზე“ დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეხვდნენ და ადგილზე არსებული მდგომარეობა პირადად მოისმინეს. IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეული, ბაზა „კუნდუზზე“ ორკვირიანი როტაციის პრინციპით ბაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ავღანეთში, ბაზა „კუნდუზზე" ქართული ოცეულის მონახულების შემდეგ, ბაზის მიმართულებით ორი არაპირდაპირი გასროლა განხორციელდა. ჭურვები ბაზის სიახლოვეს ჩამოვარდა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ბაზა „კუნდუზზე" დისლოცრებული IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეული მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. თავდაცვის მინისტრი ბაზა „კუნდუზზე“ გერმანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

ბაზა „კუნდუზზე“ ვიზიტის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გადაინაცვლა , სადაც IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის პირად შემადგენლობასთან შეხვედრა გამართა. ლევან იზორიამ სამხედროებს სიტყვით მიმართა, მათ მისიის წარმატებით დასრულება და საქართველოში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა.

მოგვიანებით კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ ვოლფ-იურგენ შთალთან შეხვედრა გამართეს. საუბარი გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო, ხაზი გაესვა ქართველი და გერმანელი სამხედროების სამშვიდობო მისიაში ერთობლივ მსახურს. გერმანელმა გენერალმა ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა და გერმანელ სამხედროების მხარდამხარ „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას იანვრიდან ასრულებს. ქართული ქვედანაყოფი გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, ოპერაციის რაიონში პატრულირებას და სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge