png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვან სერვისებს სთავაზობს

  • ბიზნესი
  • 24.07.2018
  • 14:05
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვან სერვისებს სთავაზობს

მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დანერგა სრულიად ახალი სერვისი-ბიზნესბანკირის მომსახურება. ბიზნესბანკირი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის არის პირდაპირი საკონტაქტო პირი, რომლის  მთავარი ამოცანაა,  ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მათ მიერ დასახული მიზნების განხორციელებაში.

საქართველოს ბანკმა შეიმუშავა სპეციალური პროგრამები, რომლის ფარგლებშიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს. კერძოდ: ქვეყანაში ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკმა მომხმარებლისთვის სასტუმრო ბიზნესის განვითარებისთვის შეთავაზების სპეციალური პაკეტი შეიმუშავა, რაც გულისხმობს: დაფინანსების მიღებას 15 წლის ვადით, სექტორის წარმომადგენლებზე მორგებულ დაფარვის გრაფიკსა და მოქნილ საოპერაციო პროდუქტებს: კონვერტაციის სპეციალურ კურსს, სასტუმროს თანამშრომლებისთვის სახელფასო პროექტსა და სწრაფი გადახდის ტერმინალზე ანგარიშსწორებას, როგორც VISA და MasterCard ბარათებით, ასევე ექსკლუზიურად American Express ბარათით ანგარიშსწორებას.

მათთვის, ვისაც სურს ახლა დაიწყოს სასტუმრო ბიზნესი, საქართველოს ბანკი აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს შემდეგი სიახლეებით:

  • სასტუმროს პროექტიდან გამომდინარე ბანკმა შესაძლებელია დამატებითი ფინანსური რესურსების წარმოდგენის გარეშე სრულად დააფინანსოს პროექტი;
  • დაფინანსების გაცემა შესაძლებელია ასევე სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში;
  • სესხის დაფარვის წყაროდ გათვალისწინებული იქნება - სასტუმროს სამომავლო შემოსავლები;
  • სესხის უზრუნველყოფად ჩაითვლება მხოლოდ დასაფინანსებელი პროექტის არსებული და სამომავლო უძრავ/მოძრავი ქონება.

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს განვითარებისთვის სრულიად ახალ საკრედიტო პროდუქტებს სთავაზობს სამშენებლო სექტორშიც.  მათ შორის:

  • შედარებით მოკლევადიანი სესხი მშენებლობის დაფინანსებისთვის;
  • დეველოპერის მიერ დაქირავებული სამშენებლო ან სერვისის გამწევი კომპანიის არსებობის შემთხვევაში ამ კონტრაქტორის სესხით დაფინანსება;
  • დეველოპერებისთვის ბინების რეალიზაციაში მხარდაჭერა;
  • დამატებითი შეღავათები საოპერაციო ტარიფებზე.

„საქართველოს ბანკისთვის  მნიშვნელოვანია, აქტიურად შეუწყოს ხელი მცირე და საშუალო ბიზნესს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. ამის დასტურია ბიზნესბანკირის მომსახურების დანერგვა, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებული პირობების და პროდუქტების შეთავაზება.  რადგან ვფიქრობთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი, საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვენლოვანი სექტორია“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, რამაზ კუკულაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge