png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

10 ხრიკი, რომელიც პროდუქტების შენახვის ვადას გაახანგრძლივებს

  • ეს საინტერესოა
  • 06.08.2018
  • 12:13
10 ხრიკი, რომელიც პროდუქტების შენახვის ვადას გაახანგრძლივებს

ალბათ, ყოველთვის გენანებათ, როდესაც პროდუქტი ფუჭდება და მისი გადაყრა გიწევთ. თუმცა ამისგან თავის არიდება შესაძლებელია.

თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ 10 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ სწორად შეინახოთ პროდუქტები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი შენახვის ვადას.

გაიგეთ როგორ შეინახოთ კარტოფილი, კვერცხი, პომიდორი და სხვა პროდუქტი ისე რომ ის, ცოცხლად და საღად დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს.

1. ხახვი და კარტოფილი ერთმანეთს ვერ იტანენ

ეს ორი პროდუქტი ერთად არ უნდა შეინახოთ, რადგან ხახვის გვერდით კარტოფილი მალე გაფუჭდება.

2.დროულად გადაყარეთ დამპალი პროდუქტი

თუ შეამჩნიეთ, რომ საღ ვაშლებს შორის თუნდაც ერთ ვაშლს ლპობის ნიშნები გაუჩნდა, სასწრაფოდ გადააგდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სხვა ვაშლებსაც დაალპობს.

3.„უჟანგავი“

იმისათვის, რომ დაჭრილი ხილი არ გაშავდეს და არ დაჟანგდეს, გამოიყენეთ ჯანჯაფილი და ლიმონი. დაჭრილი ნაყოფი მოათავსეთ კონტეინერში და დაასხით დაქუცმაცებულ ჯანჯაფილში არეული ლიმონის წვენი. აცადეთ ხილი ამ სითხით გაიჟღინთოს. ამ პროცედურის შემდეგ ნაყოფის გემო არ შეიცვლება, ხილი კი ცოცხალი და საღი დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.

4.შეფუთეთ მწვანილი

ოხრახუში, კამა, რეჰანი, მწვანე ხახვი და სხვა სახეობის მწვანილი დიდხანს შეინახება, თუ მათ პოლიეთილენის პარკს შემოახვევთ და მაცივარში ამ ფორმით შეინახავთ.

5.თაფლის „დეკრისტალიზაცია“

ყველამ კარგად იცით, რომ თაფლის შენახვა დიდი ხნის განმავლობაშია შესაძლებელი, მაგრამ როგორ მოვიქცეთ როდესაც ის კრისტალდება? იმისათვის, რომ ის კვლავ გათხევადდეს, თაფლით სავსე ჭურჭელი ჩადგით თბილ წყალში. ამ პროცედურის შედეგად მისი თვისებები სრულად შენარჩუნდება.

6.ხახვი წინდაში

კაპრონის წინდა საუკეთესო ადგილია ხახვის შესანახად. მასში ამ პროდუქტის შენახვა 8 თვის განმავლობაში შეგიძლიათ.

7.ყველის „გაპოხვა“

ყველი რომ არ გამოშრეს, ჩამოჭრილ ადგილებზე წაუსვით ნაღების კარაქი.

8.ყველაფერს თავისი ადგილი აქვს

კვების ყველა პროდუქტი აუცილებლად თავის ადგილზე უნდა შეინახოთ.

9.კვერცხი

კვერცხი, რომელიც მაცივარში შუა თაროზეა მოთავსებული, რამდენიმე კვირით დიდხანს შეინარჩუნებს სიჯანსაღეს, ვიდრე კვერცხი, რომელსაც მაცივრის კარის თაროზე მოათავსებთ.

10.პომიდორი ქაღალდის პარკში

თუ თქვენ პომიდორს ქაღალდის პარკში მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივებისგან მოშორებით შეინახავთ, დიდი ხნის განმავლობაში შეძლებთ მის გამოყენებას.

აუცილებლად დაიმახსოვრეთ ეს რჩევები. თქვენ არამხოლოდ გაუხანგრძლივებთ კვების პროდუტებს შენახვის ვადას, არამედ ფულსაც მნიშვნელოვნად დაზოგავთ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge