png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

”ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა ჩვენმა წინაპრებმა ააშენეს და არ დაუბარებიათ მისი ხელნაწერთა ცენტრისთვის გადაცემა ისე, რომ ამით ხალხმა მოგება არ ნახოს”

  • ეკონომიკა
  • 24.09.2015
  • 18:38
”ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა ჩვენმა წინაპრებმა ააშენეს და არ დაუბარებიათ მისი ხელნაწერთა ცენტრისთვის გადაცემა ისე, რომ ამით ხალხმა მოგება არ ნახოს”

”ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა ჩვენმა წინაპრებმა ააშენეს და არ დაუბარებიათ მისი ხელნაწერთა ცენტრისთვის გადაცემა ისე, რომ ამით ხალხმა მოგება არ ნახოს”

„ყველა ობიექტი, რომელიც საპრივატიზებო ნუსხაშია, უნდა მოხმარდეს ეკონომიკის გაჯანსაღებას, მის სტაბილურობას და ხალხის კეთილდღეობას, ამას ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს“, – ასე ეხმიანება ბიზნესმენი თემურ ჭყონია GBC-ისთან საუბარში კრწანისის ტყე-პარკის სანაცვლოდ, ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის საპატრიარქოსთვის გადაცემის ფაქტს.

ბიზნესმენი წუხს, რომ ნებისმიერ მთავრობას სახელმწიფო ქონება მისი საკუთრება ჰგონია და მის განკარგვას ერთპიროვნულად ახდენს.

„ეს არის სახალხო ქონება. მაგალითად, ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა ჩვენმა წინაპრებმა ააშენეს. მათ არ დაუბარებიათ, შენობის ხელნაწერთა ცენტრისთვის გადაცემა ისე, რომ ამით ხალხმა მოგება არ ნახოს. თუ ვამბობთ, რომ პრივატიზაცია არის აუცილებელი ეკონომიკის, ლარის გაჯანსაღებისთვის, ამას ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს. პრივატიზაციიდან შემოსული თანხა უნდა მოხმარდეს ხალხს – ლარის სტაბილურობით, ეკონომიკის გაჯანსაღებით, პენსიების დარიგებით, თუ საინვესტიციო პროექტების წახალისებით“, – ამბობს თემურ ჭყონია.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ნებისმიერმა მთავრობამ საკუთარ მოსახლეობას კარგად უნდა აუხსნას მიღებული გადაწყვეტილებები. უნდა უთხრას რა მოგებას იღებს ქვეყანა ამ თუ იმ გადაწყვეტილებით. მაგალითად, ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობაში გადასვლა რა დაჯდება - ხომ არ იქნება ამ შენობის საპრივატიზებო საფასურზე მეტი ან ტოლი.

„იქნებ მოგების ნაცვლად, წაგებას ვნახულობთ, ეს ხალხმა უნდა იცოდეს“, – ამბობს ჭყონია და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება უნდა დაემშვიდობოს საბჭოურ მენტალიტეტს, შეგრძნებას, რომ „რადგანაც მთავრობაშია, ყველაფერი მისია“.

პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია 49- წლიანი უზუფრუქტის უფლებით სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. სანაცვლოდ, სახელმწიფო „კრწანისის პარკის“ 100%–იან წილს, ასევე საწარმოს კაპიტალში რიცხული ქონებას იბრუნებს.

რატომ მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება, ამ დრომდე საზოგადოებისთვის განმარტება არ გაკეთებულა.

აღსანიშნავია, რომ ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია მთავრობამ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში ამ გაზაფხულზე, ქვეყანაში სავალუტო ნაკადების მკვეთრი შემცირების დასაბალანსებლად შეიტანა. ასევე საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში იყო ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge