ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა
- სპორტი
- 21.09.2018
- 12:08
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის საერთაშორისო ტურნირზე მეორე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. მსოფლიოს რეიტინგის 31-ე ნომერმა ბასილაშვილმა ფრანგი კენი დე შეპერის ძლევის (6:2, 7:6) შემდეგ, წუხელ კიდევ ერთ ფრანგს - უგო უმბერს აჯობა სამ სეტში - 6:7, 7:6, 6:3.
ტურნირის რვა საუკეთესოს შორის მოხვედრით ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორმოცდახუთი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. მეოთხედფინალი 21 სექტემბერს შედგება და ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი იაპონელი კეი ნიშიკორი იქნება, რომელიც მსოფლიოს მე-12 ჩოგანია.
მეცის ტურნირის საპრიზო ფონდი 561 345 ევროა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200