გვინეთ პელტროუ გათხოვდა (ფოტო)
- კულტურა
- 01.10.2018
- 11:58
ამერიკელი მსახიობი, 46 წლის გვინეთ პელტროუ გათხოვდა. ამის შესახებ The Hollywod Reporter-ი იუწყება.
მსახიობის რჩეული 47 წლის ბრედ ფელჩაკია . ის სერიალების „911“-სა და „ამერიკული საშინელებათა ისტორის“ ერთ-ერთი შემქმნელია.
გამოცემის მონაცემებით, ქორწილი უჩუმრად, ლონგ აილენდში, წყვილის ერთ-ერთი მეგობრის სახლში გაიმართა. ცერემონიას ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის რობერტ დაუნი უმცროსი, კემერონ დიასი და სტივენ სპილბერგი.
მანამდე პელტროუ გათხოვილი იყო Coldplay-ის სოლისტ კრის მარტინზე. მათ ორი შვილი ჰყავთ.


ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200