png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ახალგაზრდა ოლიმპიელებმა ბუენოს აირესიდან 6 მედალი ჩამოიტანეს

  • სპორტი
  • 18.10.2018
  • 13:58
ახალგაზრდა ოლიმპიელებმა ბუენოს აირესიდან 6 მედალი ჩამოიტანეს

საქართველოს ბანკმა ქვეყნის წამყვანმა ბანკმა,  როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა სპონსორმა და მხარდამჭერმა, განაცხადა ახალგაზრდა ოლიმპიელების წარმატების შესახებ. საქართველოს დელეგაცია, ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებიდან 6 მედლით დაბრუნდა. ახალგაზრდა სპორტსმენებმა მედლები დაიმსახურეს შემდეგ კატეგორიებში:

გიორგი ჩხიკვაძე - ბერძნულ/რომალული ჭიდაობა, 60 კგ წონით კატეგორიაში - ოქრო; 

ილია სულამანიძე - ძიუდო, 100 კგ წონითი კატეგორია - ვერცხლი;

არჩილ მალაყმაძე - ძალოსნობა, 69 კგ წონითი კატეგორია - ვერცხლი;

გიორგი თოხაძე - ბერძნულ/რომაული ჭიდაობა, 51 კგ წონით კატეგორიაში - ვერცხლი; გიორგი გეგელაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა, 48 კგ წონით კატეგორიაში - ვერცხლი.

ნინო ხუციბერიძე - ტყვიის სროლა, 10 მ, პნევმატური პისტოლეტი  - ბრინჯაო;                        

ბუენის აირესის რიგით მესამე  ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაცია წელს პირველად მონაწილეობდა.  საქართველოს 15-მა წარმომადგენელმა, ოლიმპიადის ლიცენზიები სპორტის 10 სახეობაში  პირველად მოიპოვეს და პირველივე ოლიმპიადაზე სამშობლოში მედლებით დაბრუნდნენ.

საქართველოს ბანკის სახელით ვულოცავთ ახალგაზრდა ოლიმპიელებს გამარჯვებას  და ვუსურვებთ წარმატებას!  

ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლის 30 იანვრიდან უწევს.  საქართველოს ბანკი  აგრძელებს   საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში და ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას. საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის - მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge