primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

თეგეტა მოტორსი და ბრიჯსტოუნი თანამშრომლობის 20 წელს აღნიშნავენ

  • ბიზნესი
  • 20.11.2018
  • 13:48
თეგეტა მოტორსი და ბრიჯსტოუნი თანამშრომლობის 20 წელს აღნიშნავენ

2018 წელი თეგეტა მოტორსის და Bridgestone-ის თანამშრომლობის საიუბილეო მე-20 წელია. სწორედ 20 წლის წინ, 1998 წელს დაიწყო ქვეყნის საავტომობილო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამშრომლობის ისტორია მსოფლიოს ყველაზე დიდ საბურავების მწარმოებელ ბრენდს და თეგეტა მოტორს შორის.

თეგეტა მოტორსი გახლავთ Bridgestone-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანიებმა 20 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის აღსანიშნავი ღონისძიება გამართეს, რომელსაც ესწრებოდნენ Bridgestone Corporation-ის, Mitsubishi Corporation-ის და თეგეტა მოტორსის წარმომადგენლები და პარტნიორები. ღონისძიებაზე შეჯამდა განვლილი 20 წელი და გაფორმდა მომდევნო 20 წლის პარტნიორობის სამმხრივი მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს თეგეტა მოტორსის გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა, Mitsubishi Corporation-ის გენერალურმა დირექტორმა ენჯი სუზუკიმ და Bridgestone Corporation-ის წარმომადგენელმა კენტარო საჯიმ.

 „ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს ბაზარს, რადგან იგი ჩვენთვის მეტად პრიორიტეტულია. ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს, რაც გაყიდვებშიც აისახება. მუდმივად ვატარებთ ბაზრის კვლევას და კომპანიის წარმომადგენლები წლის განმავლობაში რამდენჯერმე სტუმრობენ თეგეტა მოტორსს სამუშაო ვიზიტებით. საამაყოა გყავდეს ასეთი ძლიერი პარტნიორი როგორიც თეგეტა მოტორსია, ჩვენ 20 წელია ვთანამშრომლობთ და მინდა აღვნიშნო ძალიან იშვიათია ასეთი სანდო და სტაბილური პარტნიორის ყოლა ჩვენს ბიზნესში“ - განაცხადა Bridgestone Corporation-ის წარმომადგენელმა კენტარო საჯიმ.კენტარო საჯი

„90-იანი წლების მიწურულს, საქართველოში ავტოპარკი ძალიან მოძველებული იყო და ძირითადად საბჭოთა წარმოების ავტომობილებით შემოიფარგლებოდა. საბურავების გაყიდვების უდიდესი ნაწილიც სწორედ რუსულ პროდუქციაზე  მოდიოდა. ამის გათვალისწინებით საკმაოდ მაღალ რისკებთან იყო დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება ქართულ ბაზარზე შემოგვეტანა იაპონური პრემიუმ ხარისხის საბურავები. მიუხედავად ამ რისკებისა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დაგვეწყო თანამშრომლობა და ორივე კომპანიის უდიდესი ძალისხმევის შედეგად, დღეს Bridgestone-ის საბურავების გაყიდვების წილი ყველაზე დიდია სხვა ბრენდებთან მიმართებაში. თეგეტა მოტორსი Bridgestone-ის ყველაზე მსხვილ პარტნიორს წარმოადგენს რეგიონში„ - თეგეტა მოტორსის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი მშვილდაძე

Bridgestone-ი არის მსოფლიოს წამყვანი იაპონური ბრენდი საბურავების წარმოებაში, რომელიც აწარმოებს საბურავებს როგორც მსუბუქი, ასევე 4X4-ზე და სატვირთო ავტომობილებისთვის და არსებობის მანძილზე მუდმივად გამოირჩეოდა წარმოების ხარისხით და ინოვაციებით. კომპანია 1931 წელს იაპონიაში, ქალაქ კურუმეში დააარსა შოჯირო იშიბაშიმ. ბრენდის სახელწოდება მისი დამფუძნებლის გვარიდან მოდის, Ishibashi იაპონურ ენაზე ქვის ხიდს ნიშნავს, რაც ინგლისურად ითარგმნება როგორც Bridgestone. ბრენდის მთავარი ფილოსოფიაც აქედან იღებს სათავეს, ეს არის ბრენდი რომლისთვისაც ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და ამრიგად საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს. საქმისადმი სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებამ განაპირობა Bridgestone-ის ლიდერად ქცევა საბურავების მწარმოებელ ბრენდებს შორის როგორც ხარისხის, ასევე საერთაშორისო გაყიდვების კუთხით. კომპანიას 77 ქარხანა აქვს მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში და 150 000-მდე თანამშრომელს აერთიანებს.

„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000-მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge