png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეექვსე - #TEDxTbilisi გაიმართა

  • ბიზნესი
  • 03.12.2018
  • 13:34
საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეექვსე - #TEDxTbilisi გაიმართა

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის მხარდაჭერით,  პირველად ქართული TEDx ფორმატის დაარსებიდან, TEDxTbilisi და TEDxYouth@Tbilisi ერთად გაიმართა. საქართველოს ბანკი უკვე მეექვსე წელია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია. საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ფორმატს - გამორჩეული და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს, ქონდეთ შესაძლებლობა ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და ამავე დროს, გააცნონ საქართველო მსოფლიოს. საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით განათლების ხელშეწყობა.

#TEDxTbilisi და TEDxYouth@Tbilisi 2018 წლის ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა. ერთდღიანი კონფერენცია „თედექს“, არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ინტელექტუალური პლატფორმის, „თედის“ (TED) ნებართვითა და შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ადგილობრივად ორგანიზებული კონფერენცია.   

TED-ის ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, ღონისძიებაზე თითოეულმა მომხსენებელმა აუდიტორიას წარუდგინა მათი ინოვაციური იდეების  საუკეთესო პრეზენტაცია. სპიკერების მიზანი იყო, მაქსიმუმ 18 წუთში დაერწმუნებინათ აუდიტორია საკუთარი იდეის/ხედვის ღირებულებაში; აენთოთ მსმენელი იმ ენთუზიაზმით, რომელსაც თვითონ განიცდიან წარმოდგენილი საკითხის მიმართ. 6 სპიკერი, ინოვატორი, რომელსაც სხვებისათვის გასაზიარებელი საინტერესო იდეა ან ხედვა აქვს, წარსდგა 700 სტუმრისა და ბევრად მეტი ინტერნეტ მომხმარებლის წინაშე.  

TEDx არის არაკომერციული ადგილობრივი მნიშვნელობის ინიციატივა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი TED ბრენდის ლიცენზიის საფუძველზე მოქმედებს მსოფლიოს უმეტეს ქალაქში.  ის არის მოხალისეობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის არსებობა შესაძლებელი გახდა სპონსორების და პარტნიორების მხარდაჭერით. სპონსორების მიერ გაღებული რესურსები და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად ხმარდება ღონისძიების საორგანიზაციო ასპექტებს,  სპიკერებისა და სტუმრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას. საქართველოს ბანკთან ერთად 2018 წლის ღონისძიების ძირითადი პარნტნიორები არიან ივენთ კომპანია “პრემიუმ ივენთსი” და ივ. ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge