ოდრი ჰეპბერნზე სერიალს გადაიღებენ
- კულტურა
- 12.12.2018
- 11:53
ცნობილი ბრიტანელი მსახიობის, ოდრი ჰეპბერნის შესახებ სერიალს გადაიღებენ. ინფორმაციას the Variety ავრცელებს.
სერიალის სიუჟეტი 2015 წელს გამოცემულ წიგნს "Audrey at Home"-ს დაეფუძნება.
სერიალს, რომელშიც ნაჩვენები იქნება ოდრი ჰეპბერნის ცხოვრებისა და კარიერის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდი, სატელევიზიო შოუს "ახალგაზრდა პაპის" შემქმნელები გადაიღებენ.
ოსკაროსანი მსახიობი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად იყო აღიარებული. მისი შემოქმედების მთავარ კინოროლად "რომაული არდადეგებიდან" პრინცესა ანას როლი ითვლება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200