png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

SOLO და Erti Gallery თანამშრომლობას იწყებენ

  • ბიზნესი
  • 19.12.2018
  • 13:26
SOLO და Erti Gallery თანამშრომლობას იწყებენ

SOLO და Erti Gallery თანამშრომლობას იწყებენ, რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში გამოიფინება ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრები, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს.

გალერეის მიზანია ხანგრძლივი და პროდუქტიული თანამშრომლობის დამყარება როგორც ცნობილ, ასევე ახალგაზრდა, დამწყებ ხელოვანებთან, საერთაშორისო დონის კურატორებთან, სახელოვნებო ინსტიტუციებთან. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში მოეწყობა ხუთი, საქართველოს სახელოვნებო ისტორიისთვის მნიშვნელოვანი გამოფენა. ყოველი გამოფენის შემდეგ კი გამოიცემა წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები იქნებიან. ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, Erti Gallery და SOLO პროექტის მიზანია საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს, ამით კი დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ.

„SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. SOLO - ს სურს, დანერგოს მიდგომა, რომ ხელოვნება არის კარგი ინვესტიცია, გარდა სხვა სტანდარტული გზებისა. სწორედ ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო. ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების მიზნით სოლო ლაუნჯებში გამოიფინება“,- განაცხადა SOLO Lifestyle -ის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიქოვანმა.

SOLO-სა და Erti Gallery-ს პარტნიორობით უკვე გაიმართა პირველი ღონისძიება. ხელოვნების ცნობილმა გერმანელმა კრიტიკოსმა ჰაიკე ფილბრუგემ და ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველმა არტისტმა, ლუკა ლასარეიშვილმა SOLO Education - ის ფარგლებში თანამედროვე ხელოვნებისა და ხელოვნებაში ინვესტირების თემაზე სოლოებისთვის სემინარი გამართეს.

ინფორმაციისთვის, Erti Gallery დაარსდა 2015 წელს თბილისში, მისი მიზანია საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარება, ქართველი ხელოვანებისათვის სხვადასხვა სახის შესაძლებლობების შექმნა თვითგამოხატვისათვის და საერთაშორისო არტ სცენაზე რეალიზებისთვის. გალერეა აქცენტს აკეთებს ხელოვნებაზე რომლის საწყისიც ინოვაციურია, ახდენს ძლიერ ვიზუალურ და კოგნიტიურ ზეგავლენას და ეხება თანამედროვე ცნობიერების აქტუალურ საკითხებს. გალერეის პროგრამა მრავალ მედიუმს მოიცავს - ფერწერიდან დაწყებული, ფოტოგრაფიით, ვიდეო არტით და ინსტალაციებით დამთავრებული. გალერეა აქტიურად მონაწილეობს თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო პრესტიჟულ ბაზრობებზე როგორიც არის: Art Geneve, Vienna Contemporary, NADA Miami, Art Dubai, Photo Basel, Cosmoscow.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge