png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

  • ბიზნესი
  • 17.12.2018
  • 17:10
თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

თეგეტა მოტორსის სოციალური პროექტ #არგამბოლოს სარეკლამო კამპანია, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურს „Meliora 2018“-ის გამარჯვებულია. სარეკლამო კამპანიაზე თეგეტა მოტორსის დაკვეთით სარეკლამო კომპანია „Holmes&Watson”-მა იმუშავა და შეიქმნა კამპანია - „ხველების ენა“, რომლის მიზანი გახლდათ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა გარემოს დაბინძურების მიმართულებით.

ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში. ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი არის გაუმართავი ავტოტრანსპორტი, რომლის გამონაბოლქვი შეადგენს ჰაერის დაბინძურების 70%-ზე მეტს. ამ სახით ატმოსფეროს დაბინძურების საშიშროება ყოველწლიურად იზრდება მოტორიზაციის დონისა და ურბანიზაციის ზრდასთან ერთად, ამიტომაც აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ როგორ გავუფრთხილდეთ ბუნებას და ჩვენს ჯანმრთელობას. რასაკვირველია 21-ე საუკუნე წარმოუდგენელია ავტოტრანსპორტის გარეშე, თუმცა შეგვიძლია შევაჩეროთ ეკოლოგიური კატასტროფა, თუ ტექნიკურად გამართულ ავტოტრანსპორტს გამოვიყენებთ.

„თეგეტა მოტორსი“ ეკო კამპანია #არგამბოლოს ფარგლებში ავტომფლობელებს სთავაზობდა უფასოდ შეემოწმებინათ კუთვნილი ავტომობილები გამონაბოლქვის ტოკსიკურობაზე, თუ შედეგი დაკმაყოფილებდა ეკო სტანდარტს მათ გადაეცემოდათ სპეციალური სტიკერი, რომელზეც დატანილი იყო ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავტომობილი შემოწმებულია „თეგეტა მოტორსში“ და გავლილი აქვს გამონაბოლქვის კონტროლი, ასევე კომპანია გადასცემდა ხის ნერგს ბუნებაზე ზრუნვის გამოსახატად და სიმბოლურ სერთიფიკატს, როგორც გარემოზე მზრუნველი მძღოლს. თუ აღმოჩნდებოდა, რომ გარკვეული მიზეზების გამო ავტომობილი ვერ გაივლიდა კონტროლს, მათ მფლობელებს გადაეცემოდათ მწვანე ვაუჩერი, სერვისზე 50%-იანი ფასდაკლებით, რომლის საშუალებითაც შეეძლოთ გამონაბოლქვის სისტემის შეკეთება.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ერთი ავტომობილის ძრავა 45-ჯერ მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე ერთი ადამიანი. მიმოქცევისას ბუნებაში აღდგება ავტომობილის მიერ მოხმარებული ჟანგბადის მხოლოდ 50%. ავტომობილის გამონაბოლქვი აირები შეიცავს დაახლოებით 200 სხვადასხვა ნივთიერების ნარევს. წელიწადში 200 მლნ. ავტომობილი გამოყოფს დაახლოებით 200 მლნ. ტონა ნახშირჟანგს, 40 მლნ. ტონა ნახშირწყალბადს და 20 მლნ. ტონა აზოტის ოქსიდს. ძრავების გამონაბოლქვი აირების ძირითად მავნე მინარევებს წარმოადგენენ ნახშირჟანგის, ტყვიის, ქლორის, ბრომის, ფოსფორის შემცველი პროდუქტები. ნახშირჟანგი უერთდება სისხლის ჰემოგლობინს და ხელს უშლის ორგანიზმის ქსოვილებში ჟანგბადის შეღწევას. გამონაბოლქვი ასევე შეიცავს კარცენოგენს, რომელიც სერიოზულად აზიანებს სასუნთქ გზებს, იწვევს ალერგიას, ბრონქიტს, სპაზმს და შემდგომში შესაძლოა კიბოს გამომწვევი მიზეზი გახდეს. არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად მოიმატა რესპირატორული დაავადებების რიცხვმა, ასევე გამონაბოლქვი უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის იმუნურ სისტემაზე. ყოველივე აქედან გამომდინარე თეგეტა მოტორსი როგორც ლიდერი კომპანია და ბრენდი საქართველოს ავტოინდუსტრიის ბაზარზე, იღებს პასუხისმგებლობას იზრუნოს გარემოს გაუმჯობესებაზე და პროპაგანდა გაუწიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge