png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობით წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ

  • ბიზნესი
  • 24.12.2018
  • 16:03
ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობით წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის გენერალური პარტნიორობითა და ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით 2018 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენები დასახელდნენ.  ნომინაციების მიხედვით გამოვლინდნენ: წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი, წლის საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სპორტში, წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი, წლის საუკეთესო მწვრთნელი, ოლიმპიური მოძრაობის საუკეთესო მედია მხარდამჭერი, წლის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია, ოლიმპიური სპორტის საუკეთესო პარტნიორი.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის გადაწყვეტილებით,სესიის დელეგატებმა კენჭისყრით გამოავლინეს მთავარ ნომინაციაში გამარჯვებული - 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი- ლაშა ტალახაძე. ნომინაციაში ასევე  წარდგენილნი იყვნენ: გენო პეტრიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ნიკოლოზ ბასილაშვილი. 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს ამ ნომინაციისთვის საგანგებოდ დამზადებული პრიზი - ,,ოლიმპიური ალი“ გადასცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

საქართველოს ბანკმა, როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა პარტნიორმა 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს- ლაშა ტალახაძეს და ასევე, მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანს  გიორგი ჩხიკვაძეს  ფულადი ჯილდოები გადასცა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობა წარმატებით ხორციელდება.  ჩვენი პარტნიორობის მიზანს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა, ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის და საქართველოს სახელით სპორტულ ასპარეზზე ღირსეულად წარსადგენად, მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის არაერთი ჯილდოს მოპოვებისთვის. ვულოცავ წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელებულებს, ოლიმპიური ჯილდოს მფლობელებს და ვუსურვებ კიდევ უფრო დიდ წარმატებას!“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

 

ღონისძიების ფარგლებში ასევე დაჯილდოვდნენ ოლიმპიური ჩემპიონები, მათ  გადაეცათ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები. ორდენების გადაცემის საპატიო მისია შეასრულა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა,  ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლერი ხაბელოვი.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლის 30 იანვრიდან უწევს.  საქართველოს ბანკი  აგრძელებს   საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში და ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას. საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის - მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge