ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესებს ამკაცრებს
- კონფლიქტები
- 26.12.2018
- 14:20
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესებს ამკაცრებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საოკუპაციო რეჟიმმა დღეს გამართულ ე.წ. მთავრობის სხდომაზე მიიღო.
როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურში განაცხადეს, თუ ამ დრომდე „ცხინვალიდან საქართველოში გადასასვლელად საჭირო იყო სამხრეთ ოსეთის პასპორტი და სპეციალური ნებართვა, ამიერიდან ეს წესები გამკაცრდება და საქართველოში წინასწარ გაცემული ნებართვის გარეშე ვერავინ მოხვდება“.
როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, ამ სიახლის შემოღების შემდეგ, ისინი „საქართველოსთან საზღვარზე გადაადგილებას“ უკეთ გააკონტროლებენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200