ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
- სპორტი
- 15.02.2019
- 14:14
ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. არჩევნები სასტუმრო „ჰუალინგში“ გაიმართა.
29-ე ყრილობაზე ლევან კობიაშვილი ხმათა ასპროცენტიანი შედეგით, 28 დელეგატის მიერ, მეორე ვადით იქნა არჩეული.
დამტკიცდა აღმასკომიც, რომლის შემადგენლობაშიც ცვლილებები არ მომხდარა. ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოსტზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმუშავებს.
არჩევნებში ლევან კობიაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200