გრიპით ავადობის მაჩვენებლები სეზონურ ფონზე ჩამოდის - დავით სერგეენკო
- მედიცინა
- 18.02.2019
- 16:51
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპით ავადობის მაჩვენებლები სეზონურ ფონზე ჩამოდის.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, H1N1 ვირუსის მეორე ტალღის პოტენციური მოლოდინი არსებობს, თუმცა მცირე პიკის შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა მზად არის.
„რაც შეეხება გრიპის ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას, ეს არის თეორიული, პოტენციური მოლოდინი, რადგან ჩვენ 3-4 კვირიანი ფაზით ვასწრებთ საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. ვვარაუდობთ, რომ შეიძლება იყოს, თუმცა ეს არ არის მოცემულობა. თუ იქნება, იქნება პატარა პიკი, რომლისთვისაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზად არის,“ – განაცხადა სერგეენკომ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200