რუსი კაპიტანი, რომლის ხომალდიც სამხრეთ კორეაში ხიდს დაეჯახა, შესაძლოა დააპატიმრონ | ვიდეო
- მსოფლიო
- 01.03.2019
- 11:29
რუსული ხომალდი Seagrand-ი და მისი კაპიტანი ზიანის ანაზღაურებამდე შესაძლოა დააპატიმრონ თუ დადასტურდა, რომ ის მთვრალი იყო, როდესაც გემი სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში ხიდს დაეჯახა.
სამხრეთ კორეული მედიის ინფორმაციით, სატვირთო ხომალდი Seagrand-ი პუსანის პორტში ცხვირით ხიდს დაეჯახა.
დაჯახების შედეგად დაზიანდა გემი, ხიდზე კი ხუთმეტრიანი ღრმული გაჩნდა. მომხდარის შედეგად დაშავებულები არ არიან.
სააგენტო „რენხაპის“ ინფორმაციით, ხომალდის კაპიტანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200