ჯონი დეპი ამტკიცებს, რომ ყოფილი ცოლი დაქორწინებიდან 1 თვის შემდეგ ილონ მასკთან ღალატობდა
- ეს საინტერესოა
- 04.03.2019
- 12:51
ჰოლივუდის მსახიობი ჯონი დეპი ამტკიცებს, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა ემბერ ჰერდმა დაქორწინებიდან ერთი თვის შემდეგ უღალატა. დეპი ირწმუნება, რომ ჰერდი Space X-ის დამფუძნებელსა და Tesla-ს ხელმძღვანელს ილონ მასკს ხვდებოდა.
ჟურნალ People-ის ცნობით, მსახიობმა ასევე განაცხადა, რომ მასკი მათ სახლში ხშირად მიდოდა, როდესაც დეპი უცხოეთში იმყოფებოდა. ამის გარდა, ჯონი კვლავ განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ 2016 წელს ჰერდის მიერ მის მიმართ წამოყენებულ ბრალდებები ტყუილია.
2 მარტს ცნობილი გახდა, რომ ჯონი დეპი სასამართლოში საპასუხო სარჩელს შეიტანს, სადაც ყოფილ ცოლს ცილისწამებაში ადანაშაუელებს და მისგან 50 მლნ დოლარის გადახდას მოითხოვს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200