ბათუმში კორპუსების სარდაფებში საკანალიზაციო სისტემა იცვლება
- ეკონომიკა
- 25.09.2015
- 12:01
ბათუმში კორპუსების სარდაფებში საკანალიზაციო სისტემა იცვლება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, რურუას ქუჩაზე მრავალბინიანი სახლების სარდაფების საკანალიზაციო სისტემა იცვლება. სამუშაოები უკვე დასრულდა რურუას #1-სა და #1ა-ში. ამჟამად საკანალიზაციო სისტემა რურუას #13-ში მდებარე სახლის სარდაფში იცვლება.
მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოებისთვის 45 ათასამდე ლარი დაიხარჯა.
მიმდინარე წელს საკანალიზაციო სისტემა 25 სახლის სარდაფში გამოიცვალა. გამოცხადებულია ტენდერი კიდევ 8 მისამართზე.
სარდაფების საკანალიზაციო სისტემის გამოცვლას მერიის ა(ა)იპ ბათუმის კორპუსი ახორციელებს. სამუშაოების ღირებულების 97% ქალაქის ბიუჯეტიდან იფარება, 3% კი, პროგრამის შესაბამისად, მოსახლეობამ უნდა დაფაროს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200