რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დიციდან 21 წლის ახალგაზრდა გაიტაცეს
- კონფლიქტები
- 18.03.2019
- 09:37
რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ დიციდან 21 წლის გივიკო ბერუაშვილი გაიტაცეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გივიკო ბერუაშვილი იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბაღში იმყოფებოდა და მიწას ამუშავებდა. ბაღი საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს.
მომხდარ ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200