png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თეგეტა მოტორსის ახალი კამპანია - „თეგეტა შენთან ერთად განათლებისთვის“

  • ბიზნესი
  • 22.03.2019
  • 13:32
თეგეტა მოტორსის ახალი კამპანია - „თეგეტა შენთან ერთად განათლებისთვის“

თეგეტა მოტორსის ახალი კამპანია „თეგეტა შენთან ერთად“ გულისხმობს კომპანიის კორპორატიული პასუხისმგებლობის მიმართულებას, რომელიც საქართველოში ავტოინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში კომპანიამ წარმოადგინა განათლებისა მიმართულება - „თეგეტა შენთან ერთად განათლებისთვის“

თეგეტა მოტორსმა საქართველოში ავტოინდუსტრიის განვითარების მიმართულებით მრავალი პროექტი განახორციელა, მათ შორის შექმნა უნიკალური საგანმანათლებლო პლატფორმა „თეგეტა აკადემიის“ სახით, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს განათლება ავტოსერვისის მიმართულებით. „თეგეტა აკადემიამ“ ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილებით, მოიპოვა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება და გახდა საქართველოში პირველი ავტორიზებული სასწავლო კოლეჯი ავტოსერვისის მიმართულებით. აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული განათლების კონცეფცია საქართველოში ნოვაციაა. ამ მოდელში სამუშაო და სასწავლო გარემო მჭიდროდაა დაკავშირებული და სტუდენტები სწავლობენ ზუსტად იმას, რასაც მოგვიანებით პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენებენ.

პროფესიული კოლეჯი „თეგეტა აკადემია“ დაინტერესებულ პირებს, პირველ ეტაპზე სთავაზობს მსუბუქი ავტომობილის შეკეთების მიმართულებით შემდეგ სასწავლო პროგრამებს: ელექტრო და ელექტრონული სისტემების, სავალი ნაწილის და ძრავის შეკეთება. აღნიშნულ პროგრამაზე მსურველთა მიღება იგეგმება გაზაფხულის სემესტრზე (აპრილი-მაისი). კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი და წარმატებულ სტუდენტებს  საშუალება ექნებათ დასაქმდნენ თეგეტა მოტორსსა და მის შვილობილ კომპანიებში.

„თეგეტა აკადემია“ დაარსდა 2013 წელს, სასწავლო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, კომპიუტერული ლაბორატორიით, ბიბლიოთეკით და საკონფერენციო დარბაზით. იგი წარმოადგენს უნიკალურ სასწავლო პლატფორმას ავტოინდუსტრიის მიმართულებით. სასწავლო ცენტრის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება. აკადემიაში ყოველწლიურად 700-მდე პირი გადის სწავლებას, მათგან საუკეთესო სტუდენტების დასაქმებას უზრუნველყოფს თეგეტა მოტორსი. მხოლოდ გასულ წელს თეგეტა მოტორსმა 500-მდე ახალი კადრი დაასაქმა.

“თეგეტა აკადემიის“ სასწავლო კურსს უძღვებიან როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტრენერები მსოფლიოს წამყვანი ავტოინდუსტიის სფეროდან, როგორებიც გახლავთ: ბოში, მოტული, პორშე, ტოიოტა და სხვა.

2019 წელს „თეგეტა აკადემია“ გეგმავს დაამატოს და შექმნას ახალი მოდულები საავტომობილო სფეროს საჭიროებების მიხედვით. დღეისათვის საწავლო ცენტრი წარმოდგენილია ორი ფილიალით თბილისსა და რუხში, ასევე მიმდინარე წლის ბოლოს აკადემიის რეგიონალური ფილიალი გაიხსნება ბათუმში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge