რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა
- კულტურა
- 25.03.2019
- 12:39
ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ბოლო პერიოდში ის ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე „ხიდი” მუშაობდა, რომელიც საქართველო-თურქეთის კოპროდუქციაა.
ერეკლე ბადურაშვილი დაიბადა თბილისში.
1983 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ავტოპორტრეტი"(1987), "ცოდვის დღესასწაული"(1990), "თბილისი ჩემი სახლია"(1994), "კიდევ ერთი ქართული ისტორია"(2003); სცენარის ავტორია ფილმების: "ავტოპორტრეტი"(1987), "ცოდვის დღესასწაული"(1990); გადაღებულია ფილმში: "მატარებელი"(2001).
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200