png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ლელა წურწუმია ახალ თურქულ სერიალში სულთნის როლს შეასრულებს

  • კულტურა
  • 25.03.2019
  • 15:11
ლელა წურწუმია ახალ თურქულ სერიალში სულთნის როლს შეასრულებს

ცნობილი ქართველი მომღერალი ლელა წურწუმია, ახალ თურქულ სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას "პრესა.ჯი" ავრცელებს. სერიალი ოსმალეთის იმპერიის ისტორიულ მოვლენებს ეხება, სადაც მნიშვნელოვან როლს ქართველი ქალი სულთნებიც ასრულებდნენ.  

სერიალის ოფიციალური პრომოს გადაღება აგვისტოსთვის მოხდება, ტრანსლაცია კი თურქულ არხზე სექტემბრიდან დაიწყება. ცნობილია, რომ ლელა წურწუმიას გარდა სერიალში  მოცეკვავეები თათა ჯაში, ნანუკა სტამბოლიშვილი და ნინო ლეჟავაც მონაწილეობენ.

სერიალის ქასთინგ მენეჯერის, მაია გოგონის განცხადებით, საქართველოს დივა, მომღერალი ლელა წურწუმია ტელესერიალ „დიდებული საუკუნე - დაუმორჩილებელ სულთნებში“ მეორე სეზონიდან გამოჩნდება და ბოლომდე გასტანს. ლელა წურწუმია რაჰიმენ პრესტუ დადიანის როლს განასახიერებს, რომელიც სამეგრელოს მამამთავრის, ლევან მეორე დადიანის ქალიშვილი გახლდათ.  სასახლეში, რაჰიმენის პერსონაჟი სერიალში დიდ ცეცხლს დაანთებს. მისი გამოჩენისას, სასახლის წესები სრულიად შეიცვლება, რადგან ის ისტორიულად პირველი პირია, რომელმაც ქალების როლი ოსმალეთის იმპერიაში განამტკიცა. 

რაჰიმენი იმით განსხვავდება სხვა პერსონაჟებისაგან, რომ ის სახელმწიფო საქმეებში იმდენად ერევა, რამდენადაც ფადიშაჰი, ანუ, ოსმალეთის იმპერიის სულთანი. რაჰიმენს დაგეგმილი აქვს ქართველი დედასულთნის - ესმა დადეშქელიანის ვაჟიშვილის ტახტიდან ჩამოგდება და თავისი შვილის, უფლისწულ მეჰმედის ტახტზე აყვანა. რაჰიმენისათვის ანუ, ლელა წურწუმიასათვის შერჩეულია მუქი ტონალობის კოსტიუმი. ასევე ცნობილი ხდება, რომ ქართველ მომღერალს რამდენიმე სერიაში მოუწევს იმღეროს მეგრული სიმღერა,  მაგალითად: „ასე ჩონგური“ და სხვა. ლელა წურწუმიას როლზე დამტკიცებისას ჟიურის წევრებმა გაითვალისწინეს მისი სახის მოყვანილობა, ჩაცმის სტილი, სიმაღლე და  ვოკალური მონაცემები. მომღერალი აღნიშნულ როლს დიდი სიამოვნებით დასთანხმდა.

გამოცემის ინფორმაციით, ნანუკა სტამბოლიშვილის პერსონაჟი ფატმა შაჰ-ლიპარტელიანია, იმ პერიოდის სვანეთის საგვარეულოს წარმომადგენელი. ის არის ნიკოლოზ ლიპარტელიანის ქალიშვილი, რომელიც სასახლეში ფატმა დედასულთნის, იგივე ესმა დადეშქელიანის სეფექალი და მარჯვენა ხელია და კურირებს ინტრიგებს, ესმას მითითებებით. ფატმა იმით განსხვავდება სხვა პერსონაჟებისაგან, რომ ძალიან იდუმალ ატმოსფეროს ქმნის ზოგადად სცენარში. ის არის ქალი, რომელიც ძალიან პირდაპირია. მას, სცენარისტის თქმით, პარალელი გაუვლეს "ვეფხისტყაოსანში" მოყვანილ პერსონაჟზე, ნესტან-დარეჯანზე, რომელიც ყოველთვის პირდაპირ აკონკრეტებდა, რაც სურდა. ის არის ძალიან მკაცრი. 

თათა ჯაში სცენარისტების ახალი აღმოჩენაა. ის  საქართველოს ოპერისა და ბალეტის ერთ-ერთი მოცეკვავეა, რომელსაც საკმაოდ საინტერესო როლი ექნება. თათა სერიალში პერველი სეზონის ბოლოსკენ გამოჩნდება და მეორე სეზონამდე იქნება. ქართველი მოცეკვავე ლოაზეს გველესიანის როლს შეასრულებს.

ლოაზეს გველესიანი არის ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. ის ესმა დადეშქელიანის ბრძანებით ჩავიდა ოსმალეთის სასახლეში და ეახლა სამეფო კარს. ესმას გადაწყვეტილი აქვს, რომ ლოაზესი დააქორწინოს ოსმალეთის იმპერიის იმდროინდელ ფადიშაჰზე - სულთან აბდულჰამით მეორეზე. თუმცა, სულთანს პირველი ცოლი უკვე ჰყავს - გურული წარმოშობის ქალბატონი იასებ ქადინ გურიელი (გურიის მამათმთავრის ქალიშვილი), რომლის როლიც განხილვის პროცესშია და ამ ეტაპისათვის უცნობია, ვინ ითამაშებს, თუმცა, სცენარისტის თქმით, ისიც, რა თქმა უნდა, ქართველი იქნება. ამიტომ აბდულ ჰამითი მოაზესის ცოლად მოყვანაზე უარს იტყვის. ამით განრისხებული ესმა დადეშქელიანი, ლოაზესს ძველ „ცრემლების სასახლეში“ გააძევებს. 

ისტორიულად ამ ადგილს იედიყულეს სასახლე ეწოდება, სადაც საქართველოს ისტორიის თანახმად, ერთ-ერთი მეფე  ლუარსაბ მეორე იყო გამოკეტილი. ამ სასახლეში ლოაზესი სულ რაღაც ორი დღე და ღამე გაჩერდება. შემდეგ, მას სასახლის პირველი ვეზირი იუ ეზალეჩელები მოაკითხავს, რომლის ბრძანებითაც იგი რომანოვების სასახლეში გაემგზავრება და იმდროინდელ პრინცესას, ალექსანდრა თეოდოროვნას შეხვდება. - ჩვენთვის სცენარის ეს კონკრეტული ეპიზოდი ხდება ცნობილი. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს,  ნინო ლეჟავა  სერიალში სპარსელი ქალის, კერძოდ, ირანის პრინცესას როლს ასრულებს. ის აბასიანთა საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი ქალია, რომელიც ჩადის ოსმალეთის იმპერიაში და იმდროინდელ დედა-სულთანს, ქართველ ესმა დადეშქელიანს ხვდება. მათ შორის, ძალიან კარგი ურთიერთობა ყალიბდება. ეს პერსონაჟი მოცეკვავე ქალი იყო და ასევე, მას მიაწერენ მაგიასაც, რადგან აღმოსავლეთში ძალიან განთქმული იყო მაგიის ხელოვნება. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge