png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნა

  • ბიზნესი
  • 26.03.2019
  • 14:20
 საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნა

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ონლაინპლატფორმა Area.ge ყველასათვის ხელმისაწვდომია. Area.ge-ის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე არსებული გასაყიდი თუ გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ.

Area.ge სამშენებლო კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო ახლოს იყვნენ საკუთარ მომხმარებლებთან, შესთავაზონ მათ საინტერესო წინადადებები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. ასევე, Area.ge-ი საუკეთესო შესაძლებლობაა აგენტებისთვის (ე.წ მაკლერებისთვის), რადგან ისინი მუდმივად იქნებიან ინფორმირებულნი უძრავი  ქონების  ბაზარზე არსებული ვითარებისა და ფასების შესახებ. რაც შეეხება მომხმარებელს, რომელიც დაინტერესებულია უძრავი ქონებით, შესაძლებლობა აქვს სწორედ Area.ge-ზე იხილოს ინფორმაცია, ისეთი უძრავი ქონების შესახებაც კი, რომელიც აქამდე ონლაინრესურსებზე არ იყო ხელმისაწვდომი.

Area.ge-ზე მნიშვნელოვნად არის გამარტივებული უძრავი ქონების ძებნის, გაყიდვისა და გაქირავების პროცესი. პლატფორმის უპირატესობას წარმოადგენს დაზუსტებული, ხარისხიანი და სანდო ინფორმაცია, რაც ხელოვნური ინტელექტის სისტემებითა და განცხადებების პროაქტიული მოდერაციით გახდა შესაძლებელი.

„საქართველოს ბანკი განაგრძობს ციფრული პლატფორმების განვითარების ფინანსურ მხარდაჭერას და მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო საინტერესო და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული შესაძლებლობების შექმნას. Area.ge არის სწორედ ის ონლაინსივრცე, რომელიც უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი მხარის ინტერესს დააკმაყოფილებს - იქნება ეს დეველოპერი, აგენტი თუ ფიზიკური პირი“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

“Area.ge მომხმარებელს სთავაზობს სრულიად ახალ სტანდარტს, ქონების ძებნის და განთავსების პროცესის სრულ ციკლს, რაც უპირველესად გამოიხატება პლატფორმის თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, ასევე მარტივი და მოსახერხებელი საძიებო სისტემის ფუნქციონალით.  ჩვენ ვამარტივებთ კავშირს უძრავი ქონების მაძიებლებსა და განმთავსებლებს შორის. ამით პლატფორმა პასუხობს მომხმარებლის ნებისმიერ მოთხოვნას, რაც მათ უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში და თავისი AREA-ს პოვნაში დაეხმარება. მინდა მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“, რომელმაც დიდი ნდობა გამოგვიცხადა ამ პროექტის განხორციელებისთვის“, − განაცხადა ლევან კობახიძემ, Area.ge-ის გენერალურმა დირექტორმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge