საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა
- სპორტი
- 27.03.2019
- 01:44
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით – 1:0 დამარცხდა.
მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე წამებიდან მოიპოვეს და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს. შეხვედრის პირველი და ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე ჰურიჰანმა, საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
ჯვაროსნებს“ ანგარიშის გათანაბრების ყველაზე რეალური შანსი 85-ე წუთზე ჰქონდათ, თუმცა ჯაბა კანკავას ძლიერი დარტყმა ძელმა აისხლიტა.
დარჩენილ დროში ირლანდიამ თავი კარგად დაიცვა, სამი ქულა მოიპოვა და D ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200