ქალმა ორი სხვადასხვა მამაკაცისგან ტყუპები გააჩინა
- ეს საინტერესოა
- 27.03.2019
- 17:02
ჩინეთის ქალაქ სიამინში ქალმა ორი სხვადასხვა კაცისგან ტყუპები გააჩინა. წერს გამოცემა Daily Mail-ი.
ამის შესახებ დნმ-ის ტესტის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც გაირკვა, ერთ-ერთი ტყუპისცალის მამა ქალის ქმარი იყო, მეორის კი მეგობარი მამაკაცი. ქალის ქმარმა შეამჩნია, რომ ერთ-ერთი ბავშვი მას სრულებით არ გავდა, ამიტომ დნმ-ს ტესტის გაკეთება გადაწყვიტა.
ქმარი ცოლისგან განმარტებას მოითხოვდა, მაგრამ ქალი ბრალდებას უარყოფდა და ამბობდა, რომ ქმარმა ტესტი გააყალბა. მოგვიანებით ქალმა აღიარა, რომ ქმარს ერთხელ სხვა მამაკაცთან უღალატა, რომელიც ტყუპისცალიდან ერთ-ერთის მამა აღმოჩნდა.
ტყუპების დაბადება ორი სხვადასხვა მამისგან ძალიან იშვიათი ფენომენია, რომელსაც ჰეტეროპატერნალურ სუპერფეკუნდაციას უწოდებენ. სხვადასხვა შეფასებით, მსგავსი რამ 400-დან ერთ ან 13 ათასიდან ერთ შემთხვევაში ხდება.