png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

2019 წელს დედამიწის მოსახლეობამ 7,7 მლრდ შეადგინა

  • ეს საინტერესოა
  • 02.04.2019
  • 14:22
2019 წელს დედამიწის მოსახლეობამ 7,7 მლრდ შეადგინა

დედამიწის მოსახლეობის რაოდენობამ 2019 წელს 7,7 მლრდ  შეადგინა, 2050 წლისთვის კი ის 9,7 მლრდ-ს მიაღწევს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაშია ნათქვამი.

დღეისათვის მსოფლიოში შობადობის დონე ერთ ქალზე 2,5 ბავშვს შეადგენს, 2030 წლისთვის კი ის 2,4-მდე გაიზრდება. პროგნოზის თანახმად 2050 წელს მსოფლიოს მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი იცხოვრებს იმ ქვეყნებში, სადაც შობადობის საერთო მაჩვენებლი იმ დონეზე დაბალი იქნება, რაც აუცილებელია მოსახლეობის გამრავლებისთვის.

რაც შეეხება 65 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებს, მათი წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობის მიხედვით, იზრდება.

დღეს მათი რაოდენობა ევროპაში 19 %-ს, ხოლო ჩდილოეთ ამერიკაში 16%-ს შეადგენს, 2050 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი შესაბამისად 28%-მდე და 23%-მდე გაიზრდება. მოსალოდნელია, რომ ამ პერიოდში ხანში შესული მოსახლეობის წილი აზიაში, ლათინურ ამერიკასა და კარიბის აუზში გაიზრდება დღევანდელი 8%-დან 18%-მდე. აფრიკაში, სადაც ყველაზე ახალგაზრდა მოსახლეობა ცხოვრობს, 2050 წლისთვის ხანდაზმულების რაოდენობა 9 პროცენტი იქნება.

დღეს მსოფლიო მოსახლეობის 56% ქალაქებში ცხოვრობს. 2050 წლისთვის კი ეს მაჩვენებლი 68%-ს მიაღწევს.

ბოლო 25 წლის განმავლობაში მსოფლიოში მნიშვნელოვნად ამაღლდა მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. შემცირდა ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უკიდურესი სიღატაკის პირობებში ცხოვრობენ. განსაკუთრებულად გაზრდილია სიცოცხლის ხანგრძლივობა.

1994-2019 წლების პერიოდში ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობა 54 პროცენტით შემცირდა.

მსოფლიოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რომელიც  1994 წელს 64,9 წელს შეადგენდა, 2019 წელს 72,3 წლამდე გაიზარდა, 2030 წლისთვის კი ის კიდევ 2 წლით მოიმატებს.

მოხსენება გაეროს 51-ე სესიისთვის მომზადდა, რომელიც ნიუ-იორკში გუშინ გაიხსნა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge