ბრიტნი სპირსი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს
- ეს საინტერესოა
- 04.04.2019
- 11:01
ამერიკელმა მომღერალმა ბრიტნი სპირსმა დახმარებისთვის ფსიქიატრიულ კლინიკას მიამრთა. ამის შესახებ პორტალი TMZ-ი წერს.
სპირსი კლინიკაში 30 დღეს გაატარებს.
გამოცემის ცნობით, სპირსი მამის ავადმყოფობის გამო მძიმე სულიერ ტკივილს განიცდიდა. ჯეიმს სპირსს ნაწლავებზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა.
ბრიტნი სპირსი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალია. მისი ორი ალბომის გამოსვლისთანავე ის აშშ-ის ყველაზე გაყიდვად მომღერლად დაასახელეს. მან შოუ ბიზნესის წრმომადგენელთა შორის ყველაზე მდიდარი ქალების რეიტინგში მე-12 ადგილი დაიკავა.
მომღერალი ალკოჰოლსა ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო ხშირად გადის მკურნალობის კურსს. მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა 2007 წელს კევინ ფედერლაინთან განქორწინების შემდეგ გაუარესდა. სპირსა და ფედერლაინს ორი ვაჟი ჰყავთ.