png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

PSP-ს 23-ე გათამაშებაში 10 წლიანი ხელფასი, 25 000 ლარი და ბინა საბურთალოზე გათამაშდა

  • ბიზნესი
  • 08.04.2019
  • 16:14
 PSP-ს 23-ე გათამაშებაში 10 წლიანი ხელფასი, 25 000 ლარი და ბინა საბურთალოზე გათამაშდა

7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, რუსთავი 2-ს პირადპირ ეთერში PSP-ს რიგით 23-ე გრანდიოზულ გათამაშებაში გარემონტებიული ბინა საბურთალოზე  „დონა პალასში“,  25 000 ლარი და 10 წლის მანძილზე ყოველთვიურად 1000 ლარიან ხელფასი გათამაშდა.

უპრეცედენტო პრიზის  „10 წელი 1000 ლარიანი ხელფასი PSP-სგან” უკვე მეორე იღბლიანი მფლობელი ინდირა ქიქავა გახდა. ქალბატონი ინდირას სოხუმში აქვს განათლება მიღებული და პროფესიით აგრობიოლოგია. წლების განმავლობაში მარტვილში პროფსასწავლებელში პედაგოგი იყო, ვიდრე სასწავლებელი არ დაიხურა. 10 წელზე მეტია ქალბატონ ინდირას სამსახური აღარ აქვს, ყოველთვიური ხელფასი მისთვის სწორედ რომ ძალიან აუცილებელი იყო. 1000 ლარიანი ხელფასი ყოველთვე ქალბატონ ინდირას PSP-სგან 10 წლის მანძილზე 2029 წლის აპრილის ჩათვლით ჩაერიცხება.

არანაკლებ სასიხარულო აღმოჩნდა 25000 ლარიანი პრიზი ზუგდიდელი თემურ შამუგიასთვის. მას მეუღლე და ქალიშვილი ჰყავს. ეს თანხა ქალიშვილის უცხოეთში განათლების მისაღებად ზუსტად დროული და საჭირო იყო.

გურამ ცუცქირიძე აქამდე თბილისში, ლოტკინზე ქირით ცხოვრობდა მეუღლესა და 9 თვის შვილთან ერთად. 7 აპრილის PSP-ს გათამაშების შემდეგ იგი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, საბურთალოზე „დონა პალასში“ მის ოჯახს მხოლოდ პირადი ნივთების გადატანა დასჭირდება, რადგან PSP-სგან მას გარემონტებული ბინა, ჩაშენებული სამზარეულოთი და კეთილმოწყობილი აბაზანით გადაეცემა. 

„PSP ლიდერი კომპანიაა და ჩვენთვის მთავარი მომხმარებელზე ზრუნვაა. გათამაშებას უკვე 11 წელია ვატარებთ და ასეულობით ადამიანის სიხარულის ისტორია შევქმენით. ჩვენი გამარჯვებულები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და რეგიონში არიან. ჩვენ კლვავაც გავაგრძელებთ მომხმარებელზე ორიენტირებული წამახალისებელი ღონისძიებების ორგანიზებას,“- აცხადებენ PSP -ში.

PSP -ს გათამაშებამ უკვე მეორე ათწლეულის ათვლა დაიწყო. 150 იღბლიანი ადამიანის სიხარულის ისტორია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდა: გამოვლინდა 48 ახალთ-ახალი ავტომობილის, 25000 ლარის 4 მფლობელი, მთელი წელი 2000 ლარიანი ხელფასის - 10 და ბინის - 11 იღბლიანი მფლობელი, 153 ოჯახს პსპ-სგან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა; 10 წლის მანძილზე ყოველთვიური 1000ლარიანი ხელფასის იღბლიანი პირველი მფლობელი დავით დუმბაძე PSP-სგან ხელფასს 2018 წლის ნოემბრიდან უკვე იღებს 2028 წლის ნოემბრამდე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge