png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

  • ბიზნესი
  • 15.04.2019
  • 13:26
საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა 12-13 აპრილს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა. სტუმრები  საქართველოს ბანკის ისტორიულ შენობას ეწვივნენ, სადაც დაგროვილი ქონების მართვის ოფისია განთავსებული. სტუმრებმა მოინახულეს პირველი საფინანსო ინსტიტუტის ე.წ „საკრედიტო საზოგადოებ“-ის შენობა, რომელიც საქართველოს ბანკის სათაო ოფისი იყო. შენობას, რომელიც 1870-იან წლებში არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის პროექტით აშენდა, ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა World Economic Forum-ის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა. ეს ადამიანები გლობალურ ლიდერებად დასახელებულნი არიან ნოვატორული საქმიანობისათვის. პრობლემების მიმართ არაორდინალური მიდგომების და გადაჭრის გზების დანერგვისთვის. მათი მისიაა, ააგონ ხიდები მსოფლიოში სხვადასხვა კულტურის მქონე ქვეყნებს შორის, ააგონ თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებული, ბიზნეს და სამოქალაქო ურთიერთობები. ყოველივე ეს კი გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მიმაჩნია, რომ ქვეყნის წამყვანი ბანკის ერთგვარი პასუხისმგებლობაც არის, სწორედ ასეთი ტიპის მსოფლიო ლიდერებს გააცნოს და გაუზიაროს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები“- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

საქართველოს ბანკმა, მასპინძლობისას World Economic Forum-ის ახალგზარდა გლობალურ ლიდერებს, მნიშველოვანი ინფორმაცია გააცნო - საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და  ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ. სტუმრებმა მოისმინეს სხვადასხვა სექტორში არსებული მიღწევები. მათ შორის, ღვინის სექტორში მიმდინარე სიახლეები, რომელიც სტუმრებს საქართველოს ბანკის შვილობილმა კომპანია, Galt&Taggart-მა მიაწოდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge