png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand-ი გაიხსნა

  • ბიზნესი
  • 02.05.2019
  • 16:10
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand-ი გაიხსნა

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დედაქალაქის ცენტრში 158 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნა. ხუთ ვარსკვლავიანი შენობა გუდიაშვილის ქუჩაზე, სამუზეუმო უბანშია განთავსებული, პროექტის ბიუჯეტი 48 მლნ დოლარია, სასტუმროში 17 ლუქსი და 2 საპრეზიდენტო აპარტამენტი განთავსდება პანორამული ლიფტით. სასტუმრო მოდერნისა და ძველი არქიტექტურის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს. პროექტი უნიკალური და ურთულესი ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა. სასტუმროში რამდენიმე საკონფერენციო დარბაზია. ასევე განთავსებულია: საცურაო აუზი, ლაუნჯ-ბარი და 3 რესტორანი, მათ შორის, პანორამული “სქაი ბარი”, 5 საკონფერენციო დარბაზი. სასტუმროსთვის ექსკლუზიური, 22-მეტრიანი „მშვიდობის ჭაღი“, მსოფლიოში განათების ერთ-ერთი წამყვანმა კომპანიამ Lasvit დაამზადა.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. კომპანია Wyndham Hotels & Resorts ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. ის მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში 9000-მდე სასტუმროს აერთიანებს. ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა, მხარი დავუჭიროთ ისეთი პროექტის განვითარებას, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყნის ტურისტულ ბაზარზე მსოფლიოში სასტუმროების უმსხვილესი ფრენჩაიზერის შემოსვლასა და 300-მდე ადამიანის დასაქმებას. რაც შეეხება მთლიან პროექტში საქართველოს ბანკის ფინანსურ მონაწილეობას, სასტუმროს მშენებლობისთვის საქართველოს ბანკის მიერ გაცემული დაფინანსების მოცულობა 10 მილიონამდე დოლარს შეადგენს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, Wyndham Grand-ის ბრენდი, Wyndham Hotel Group-ში შემავალი სასტუმროა. ჯგუფში 20-მდე ბრენდია გაერთიანებული. სასტუმროების ეს ჯგუფი მსოფლიოში უმსხვილესია, Wyndham Hotels & Resorts სასტუმროების მართვის სერვისის წამყვანი მიმწოდებელია. ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან ტურისტულ ცენტრებში, როგორებიცაა: ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სტამბოლი, ათენი, შანხაი და სხვა. ამ ჩამონათვალს თბილისიც დაემატა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge