png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მიმართულება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსებაა

  • თავდაცვა
  • 16.12.2015
  • 16:51
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მიმართულება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსებაა

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მიმართულება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB School) დაარსებაა. აღნიშნულ საკითხის განხილვის მიზნით, დღეს გენერალურ შტაბში მრგვალი მაგიდის ფორმატში პირველი შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ, მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ, ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებმა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის პროექტის ხელმძღვანელებმა მიაწოდეს.

ანა დოლიძემ პროექტის შესახებ ისაუბრა და პარტნიორი ქვეყნებისთვის მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „ეს არის უელსის პაკეტის ნაწილი იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გატარებული რეფორმების ექსპორტისთვის. ჩვენ უკვე გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, როგორ უნდა გაუმჯობესდეს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში საქმიანობა, პოლიტიკა, საჯარო სამსახური. ეს სკოლა შეიქმნება იმისათვის, რომ ცოდნა დავამუშავოთ, ჩამოვაყალიბოთ და შემდეგ გავუზიაროთ რეგიონში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს. ეს სასწავლებელი იქნება ნატოსთან ურთიერთობის დამაკავშირებელი საქართველოში და ამ ურთიერთობის გამტანი პარტნიორ ქვეყნებში, რომელთანაც ნატოს ისეთი მჭიდრო ურთიერთობა არ აქვს, როგორც საქართველოსთან.“

გაფართოებულ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის პროექტის ხელმძღვანელებმა საქართველოსა და ნატოს მხრიდან - თეა ნიკოლაშვილმა და ანდრეას გლოდემ მოწვეულ სტუმრებს სკოლის ამოცანები, პრიორიტეტები და კონცეფცია გააცნეს. უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები პროექტის კოორდინატორებს უახლოეს მომავალში საკუთარ ხედვებსა და რეკომენდაციებს შესთავაზებენ, რომელიც სკოლის საბოლოოდ დაარსების პროცესში გათვალისწინებული იქნება.

ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერის მოადგილემ იაშ ჰოლბრუკმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსების საკითხზე გამართული პირველი გაფართოებული დისკუსია დადებითად შეაფასა. „ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა ძალიან კარგი პირველი ნაბიჯია. უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მიმართულების - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსების შესახებ მნიშვნელოვანი ასპექტები განვიხილეთ. პირველი შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო. უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს ამ სკოლის კონცეფცია გავაცანით. გვსურდა, მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები მოგვესმინა. ვფიქრობ, ძალიან კარგი დასაწყისია. პირველ ნაბიჯს კიდევ უფრო მეტი ნაყოფიერი შეხვედრა მოჰყვება, რადგან უსაფრთხოების სექტორის მხრიდან აშკარად ძალიან დიდი დაინტერესებაა,“ - განაცხადა იაშ ჰოლბრუკმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 
 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge