png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ვარშავაში გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" გაიხსნა

  • კულტურა
  • 17.12.2015
  • 13:00
ვარშავაში გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" გაიხსნა

პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ვარშავის ეთნოგრაფიული მუზეუმის  ორგანიზებით,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ვარშავის სახელმწიფო ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოფიციალურად გაიხსნა გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა".
გამოფენის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა და ვარშავის სახელმწიფო ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორმა. ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ქართული ანბანის წარმოშობის ისტორიისა და მისი უნიკალურობის შესახებ ისაუბრა.
გამოფენაზე, რომელიც ერთი თვე გასტანს, წარმოდგენილია ქართული ეროვნული კოსტიუმები და მიკრომოზაიკის სამკაულები.
გამოფენის გახსნის ცერემონიას პოლონეთის სამთავრობო უწყებების, სენატისა და სეიმის წარმომადგენლები, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, კულტურისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები და პოლონეთში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge