png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სამხრეთ ოსეთი აღარასდროს გახდება საქართველოს ნაწილი - დიმიტრი მედოევი

  • კონფლიქტები
  • 15.07.2019
  • 14:58
სამხრეთ ოსეთი აღარასდროს გახდება საქართველოს ნაწილი - დიმიტრი მედოევი

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მეტყველებს იმაზე, რომ მზიური საქართველო აღარ არსებობს და ის 1990 წელს ხელისუფლებაში ქართველი ნაციონალისტების მოსვლის დღიდან დასრულდა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განუცხადა. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთი აღარასდროს გახდება საქართველოს ნაწილი.

 „სამწუხაროდ, შესაძლებელია მხოლოდ ერთი რამის თქმა: საბჭოთა ადამიანებისთვის ნაცნობი საქართველო აღარ არსებობს, ის 1990 წელს ხელისუფლებაში ახალი ქართველი ნაციონალისტების მოსვლის შემდეგ დასრულდა. ნაციზმმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანა, თავისი ნაყოფი გამოიღო. სტერეოტიპი სახელწოდებით „მზიური საქართველო“, რომელსაც იყნებდნენ საბჭოთა კავშირში მცხოვრებლები და ბოლო წლებში უკვე რუსეთის მოქალაქეები, გაქრა. ნიღბები ჩამოხსნილია, მითი ქართულ სტუმართმოყვარეობაზე  და მეგობრობაზე, შექმნილი ძირითადად საბჭოთა კინემატოგრაფისტების მიერ, გაფანტულია“, - განაცხადა ოსი სეპარატისტების ერთ-ერთმა ლიდერმა.

 „დღეს სკეპტიკოსებისთვისაც კი ცხადი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთი აღარასდროს გახდება საქართველოს ნაწილი, ჩვენ ნაცისტებთან ერთი გზა არ გვაქვს“, - განაცხადა სეპარატისტმა.

მედოევის თქმით, რუსეთთან პარტნიორობა ოსი ხალხის არჩევანია. “ამ არჩევანს აქვს ღრმა ფესვები და თავისი მდიდარი ისტორია, წელს 270 წელი სრულდება სანკტ-პეტერბურგში ოსეთის პირველი საელჩოს გახსნიდან, სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ოსეთ-რუსეთის თანამედროვე ურთეირთობებს“,  - განაცხადა ოსი სეპარატისტების ერთმა ერთმა ლიდერმა, მედოევმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge