png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დუმას მიმართავს აღიაროს 1920 წელს საქართველოს მიერ ოსი ხალხის გენოციდი

  • კონფლიქტები
  • 19.07.2019
  • 17:11
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დუმას მიმართავს აღიაროს 1920 წელს საქართველოს მიერ ოსი ხალხის გენოციდი

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი აპირებს მიმართოს რუსეთის სახელმწიფო დუმას 1920 წელს საქართველოს მიერ ოსი ხალხის გენოციდის აღიარების შესახებ.

ეს საკითხი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის სხდომაზე განიხილეს, მიიღეს მიმართვის სამი ვარიანტი, რომელზეც იმუშავებენ და ერთიან დოკუმენტს შეიმუშავებენ. 

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს ახლანდელმა ხელისუფლებამ კარგად უნდა იცოდეს აფხაზ და ოს ხალხთან ურთიერთობის ისტორია, თუ კი სურს მათთან ურთიერთობების დალაგება. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველებმა 1919 -20 წლებში გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინეს ოსეთის ოკუპაცია და სასტიკად მოექცნენ ოს ხალხს. მისი თქმით ეს არის „სწორედ ის, რასაც დღეს გენოციდი ეწოდება“.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა, რომ 2020 წელს აღინიშნება ოსი ხალხის „გენოციდის“ ასი წლისთავი, რომელიც 1919-20 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ „ჩაიდინა“. ოსი სეპარატისტების ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ 1919-20 წლებში თითქოს დაიღუპა 5 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, 40 ათასამდე ადამიანი კი იძულებული გახდა თავიანთი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge