png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჩორჩანასთან ვითარება სტაბილურია, რამდენიმე გასროლა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ნადირობის სეზონს - კახა ქემოკლიძე

  • კონფლიქტები
  • 30.08.2019
  • 11:16
 ჩორჩანასთან ვითარება სტაბილურია, რამდენიმე გასროლა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ნადირობის სეზონს - კახა ქემოკლიძე

მოცემული მომენტისთვის ვითარება არის სტაბილური, ადგილზე სიმშვიდეა. რამდენიმე გასროლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი ვარაუდით, ეს იყო უფრო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი საშუალებიდან განხორციელებული გასროლა, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს გარკვეულწილად აქტიურ ნადირობის სეზონს, – ამის შესახებ ჩორჩანას საგუშაგოსთან მყოფმა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ადგილზე იმყოფებიან შსს-სა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ქემოკლიძემ იმედი გამოთქვა, რომ ვითარება მოლაპარაკებების გზით დარეგულირდება.

„ვარაუდის დონეზე შეგვიძლია, ყველაფერზე ვივარაუდოთ. მაინც მგონია, რომ გუშინდელი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური განცხადებები დე-ფაქტო ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან უფრო იყო გაკეთებული ემოციურ ფონზე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი იმისა, რომ მოხდება ვითარების დარეგულირება მოლაპარაკებების გზით. ამისთვის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ სრულ მზაობას და იმედი გვაქვს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების ფორმატი ისევ ისეთ ეფექტიან რეჟიმში გაგრძელდება, როგორც აქამდე ხორციელდება. მზად ვართ, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, ბლოკპოსტის დაშლა არ მოხდება.

„საქართველოს ცენტალური ხელისუფლება დააპირებს პოლიციის ბლოკპოსტის დაშლას იმ შემთხვევაში, თუ ეს ბლოკპოსტი შექმნის გარკვეულ პრობლემებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლოა, ცხოვრობდნენ საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს. მოცემული მომენტისთვის მსგავსი არაფერი ხდება, პირიქით, აღნიშნული ბლოკპოსტი ასრულებს იმ მისიას, რომ ადგილზე მაქსიმალური უსაფრთხოება იქნას ყველასთვის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, ბლოკპოსტი დარჩება იქ, სადაც არის“, – განაცხადა ქემოკლიძემ.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მოთხოვნის ვადა ამოიწურა. მათ 30 აგვისტოს, 06:00 საათამდე ქართული პოსტის გაუქმება მოითხოვეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge