primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

მანუჩარ მარკოიშვილმა საკალათბურთო კარიერა დაასრულა

  • სპორტი
  • 17.09.2019
  • 15:35
მანუჩარ მარკოიშვილმა საკალათბურთო კარიერა დაასრულა

მანუჩარ მარკოიშვილმა საკალათბურთო კარიერა დაასრულა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს მთელი კარიერის მანძილზე აწუხებდა ტრავმები, რაც გახდა კიდეც 32 წლის ასაკში ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. 

მანუჩარ მარკოიშვილის გადაწყვეტილებას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმიანება:

„ჭეშმარიტი პროფესიონალი – თუკი რომელიმე ქართველი კალათბურთელი, თუნდაც სპორტსმენი ამ ეპითეტით შეიძლება მოვიხსენიოთ, ერთ-ერთი პირველი მანუჩარ მარკოიშვილია. კალათბურთელმა, რომელმაც საკუთარი მონდომებით, მიზანდასახულობით, ყოველდღიური შრომითა და თავდადებით კარიერაში უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია, სათამაშო კარიერა დაასრულა. დიახ, სათამაშო კარიერა, რადგან ტრავმა, რომლის ტკივილიც თითქმის მთელ მის კარიერას მძიმე ტვირთად გასდევდა, მანუჩარს მოედანზე გასვლის საშუალებას აღარ აძლევს. მარკოიშვილი ფიცარნაგზე სათამაშოდ აღარ გავა, თუმცა კალათბურთში დარჩება და ცხოვრების ბოლომდე სპორტის ამ სახეობას სავარაუდოდ ისევე უერთგულებს, როგორც 15-წლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, როცა ჯან-ღონით სავსე თუ ტკივილგამაყუჩებლებით, ის ყოველთვის მოსაგებად შემართული გადიოდა სათამაშოდ და მოედანზე ტოვებდა ყველაფერს, რაც გააჩნდა.

მანუჩარ მარკოიშვილი ყველაზე ახალგაზრდა ქართველია, რომელმაც ევროლიგაში ითამაშა. 2002 წელს ის 16 წლის იყო, როცა იტალიური “ბენეტონის” შემადგენლობაში ევროპის უძლიერეს ლიგაში შეაბიჯა და ამ სუპერტურნირის ფინალში ლეგენდარულ დეიან ბოდიროგას მეურვეობდა. 15 წლის მანუჩარი ბათუმის “ბასკოს” ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა და აქედან დაიწყო მანუს ევროპული ოდისეა. იტალია, გერმანია, სლოვენია, უკრაინა, თურქეთი და რუსეთი – ამ ქვეყნების წამყვან კლუბებში მანუჩარმა არაერთი გუნდური თუ ინდივიდუალური ტიტული მოიგო. და მთავარი, რაც მანუჩარ მარკოიშვილმა მოიგო, ქართველი გულშემატკივარის გულია. საქართველოს ეროვნული ნაკრები გახლდათ ის ასპარეზი, სადაც მარკოიშვილი განსაკუთრებული მონდომებით იხარჯებოდა და თანაგუნდელებთან ერთად ქართველ ქომაგებს წლების მანძილზე აღაფრთოვანებდა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უზომოდ მადლიერია და ქართული საკალათბურთო საზოგადოების სახელით მადლობას ეუბნება მანუჩარ მარკოიშვილს იმ თავდადებისთვის, რასაც ის მთელი კარიერის მანძილზე იჩენდა ეროვნულ ნაკრებსა თუ კლუბში თამაშის დროს. სასიხარულოა, რომ მანუჩარ მარკოიშვილს გადაწყვეტილი აქვს კალათბურთში დარჩენა და საკუთარი მდიდარი და ფასდაუდებელი გამოცდილების ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება.

სამწუხაროა, რომ მისი თაობის წარმომადგენლებს ნელ-ნელა უწევთ აქტიური კარიერის დამთავრება. ცოტა ხნის წინ სათამაშო კარიერა დაასრულა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ნბა-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ, ხოლო მანუჩარის მსგავსად ტრავმა გახდა ამ თაობის კიდევ ერთი ბრწყინვალე წარმომადგენლის, ვიქტორ სანიკიძის თამაშისთვის თავის დანებების მიზეზი. ამ მოთამაშეების ღვაწლი განუზომლად დიდია საქართველოში კალათბურთის პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში და მათ კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღირსეულ პატივს მიაგებს.

მადლობა, მანუ, მადლობა ბიჭებო!“, - წერს ფედერაცია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge