png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ოქტომბრის ბოლოს გრიპის ვირუსზე 100 000 ყველაზე მაღალი რისკის შემცველ მოქალაქეს უფასოდ აცრიან

  • მედიცინა
  • 16.10.2019
  • 13:31
ოქტომბრის ბოლოს გრიპის ვირუსზე 100 000 ყველაზე მაღალი რისკის შემცველ მოქალაქეს უფასოდ აცრიან

ოქტომბრის ბოლოს სახელმწიფო, გრიპის ვირუსზე 100 000 ყველაზე მაღალი რისკის შემცველ მოქალაქეს უფასოდ აცრის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძის განმარტებით, აცრის მსურველებისათვის ვაქცინები კომერციულად სხვადასხვა ქსელებში ხელმისაწვდომია

„ვირუსები არის ყოველთვის. თუმცა, შემოდგომაზე როგორც კი ცივი ამინდები დაიწყება და ბევრი ხალხი ერთად შეიკრიბება, ვირუსები გააქტიურდება. ჩვენთან სერიოზული მატება ნოემბრის ბოლოდან იწყება, მერე დეკემბრის ბოლოს დაიწყება და სავარაუდოდ, ისევ ჩაწყნარდება და შესაძლოა, დეკემბრის ბოლოსაც მოიმატოს. ამ კვირაში ამბულატორიული დახმარებისათვის მიმართვიანობის მაჩვენებელი, შარშანდელთან და შანშანწინდელთან შედარებით, არ განსხვავდება.

წინა კვირაში ძირითადად ცირკულირებდა ადენო და რინო ვირუსები, რაც გაცივებას იწვევს. სიმპტომებია: ტემპერატურა, სურდო, ყელის ტკივილი, თვალების წვა. არავითარი სპეციფიური მკურნალობა არც ადენო და არც რინო ვირუსების შემთხვევაში არ არსებობს. ბოლო კვირაში წამყვანია რინო ვირუსები. უფრო კონკრეტულად, სურდოს შემთხვევა თუ ბევრია, ითვლება, რომ უფრო რინოვირუსია, თუ თვალების კონიუქტივიტია, მაშინ უფრო ადენო უნდა იყოს, მაგრამ არც ადამიანისთვის და არც ექიმისთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი თუ გაციებულია, ის უნდა იყოს სახლში. დაავადებას ავრცელებენ ისინი, ვინც არ რჩებიან სახლში. ბავშვი არ უნდა იყოს ბაღში და სკოლაში და დიდი არ უნდა იყოს სამსახურში", განაცხადა პაატა იმნაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge