png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ხვალიდან ბათუმში საახალწლო ღონისძიებები იწყება - ქართველი და მსოფლიო ვარსკვლავები თქვენთვის იმღერებენ

  • კულტურა
  • 24.12.2015
  • 17:10
ხვალიდან ბათუმში საახალწლო ღონისძიებები იწყება - ქართველი და მსოფლიო ვარსკვლავები თქვენთვის იმღერებენ

ხვალ, ევროპის მოედანზე უფასო საახალწლო კონცერტების 15 დღიანი პროგრამა იწყება. საღამოს 7 საათზე, საახალწლო შოუ ევროპის მოედანზე ნინო ქათამაძისა და ჯგუფ ინსაითის გრანდიოზული კონცერტით გაიხსნება. კონცერტის დაწყებამდე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი, განახლებული ნაძვის ხეც. მოედანზე მისული სტუმრები კონცერტზე ჯგუფის  ცნობილ და ყველასთვის საყვარელ ჰიტებს მოისმენენ. ქათამაძის შემდეგ, 20:30 წუთზე,  ქართველი მსმენელის წინაშე დედაქალაქიდან მოწვეული ქართული ალტერნატიული ბენდი „LOUDSPEAKER“  წარდგება.

დღის მთავარი კონცერტის დაწყებამდე, 18:30 წუთზე ევროპის მოედანზე მისული სტუმრები ნახევარი საათის განმავლობაში ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურებენ... მათთვის ადგილობრივი თეატრალური დასების მონაწილეობით გაიმართება თეატრალიზირებული მსვლელობა და საბავშვო-გასართობი კონცერტი.  

26-27 დეკემბერს, ევროპის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო კონცერტები წვიმის შემთხვევაში ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში გადაინაცვლებს.  26 დეკემბერს, 20:00 საათზე, ხელოვნების ცენტრში მსმენელის წინაშე 2014 წლის X ფაქტორის გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი და ბენდი, ასევე ლაშა ღლონტისა და ვაჟა ტუღუშის ტრიო წარდგება. 27 დეკემბერს კი  ხელოვნების ცენტრში ადგილობრივი და დედაქალაქიდან მოწვეული ჯგუფები  “Gravity”, The Mins  და / "Young georgian lolitaz" მსმენელს ორ საათიან პროგრამას წარუდგენენ.

საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედნის, გარდა ბათუმის 13 ადმინისტრაციულ უბანშია დაგეგმილი. კონცერტები კულმინაციას 31 დეკემბერს, 22:00 საათზე მიაღწევს, როცა ევროპის მოედანზე უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით გრანდიოზული გალა-კონერტი დაიწყება, რომელშიც ქართულ ორკესტრთან ერთად ცნობილ კომპოზიციებს შეასრულებს გიორა ფაიდმენი (კლარნეტისტი, ოსკაროსანი ფილმის “შინდრელის სია” საუნდტრეკის ავტორი და შემსრულებელი). ფაიდმენის გარდა გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბობ მარლის ცნობილი ჰიტების ავტორი, ორი გრემის მფლობელი ჯგუფი Inner Circle.

1 იანვარს, კი ევროპის მოედანზე შეკრებილი მსმენელის წინაშე მსოფლიო ვარსკვლავი LOU BEGA  წარდგება, რომელიც ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად   გრანდიოზულ კონცერტს წარმოადგენს.

უფასო კონცერტები როგორც ევროპის მოედანზე, ასევე ბათუმის 13 ადმინისტრაციულ უბანში 15 დღის განმვლობაში ჩატარდება. 25,26,27 დეკემბრის კონცერტები ევროპის მოედანზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერაა ორგანიზებული, 28 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ჩატარებული საახალწლო ღონისძიებები კი აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის ა(ა)იპ „კულტურის ცენტრი“-ს მიერ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge