png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თეგეტა შენთან ერთად ბიზნესისთვის - ღონისძიება "სპეც-ტექნიკის დღეები"

  • ბიზნესი
  • 29.10.2019
  • 11:41
თეგეტა შენთან ერთად ბიზნესისთვის - ღონისძიება "სპეც-ტექნიკის დღეები"

კამპანიის „თეგეტა შენთან ერთად ბიზნესისთვის“ ფარგლებში 26 ოქტომბერს, თეგეტა მოტორსმა შვილობილ კომპანიებთან, თეგეტა თრაქ ენდ ბასთან და თეგეტა კონსტრაქშენ ექვიფმენტთან ერთად გამართა მასშტაბური ღონისძიება „სპეც-ტექნიკის დღეები“ შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“.

თეგეტა მოტორსი, შვილობილ კომპანიებთან ერთად, არაერთი წელია ოპერირებს სპეც-ტექნიკის მიმართულებით და ხელს უწყობს ადგილობრივი პროექტების განხორციელებას, აქტიურად თანამშრომლობს ყველა იმ მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს. თანამშრომლობის ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანიები სარგებლობენ ჰოლდინგის მიერ შეთავაზებული მსოფლიოს წამყვანი პრემიუმ ბრენდების პროდუქციით და მათი შემდგომი მომსახურებით.

„სპეც-ტექნიკის დღეებზე“ წარმოდგენილი იყო გერმანული უმსხვილესი ბრენდი MAN-ის, ბრიტანული #1 სამშენებლო ტექნიკის ბრენდი JCB-ისა და საგზაო ტექნიკის და ასფალტის ქარხნების შვეიცარული მწარმოებელი Ammann-ის პროდუქცია.

ღონისძიების პირველი ნაწილი შედგა სამშენებლო ობიექტზე, სადაც სტუმრებს საშუალება მიეცათ ადგილზე ენახათ სპეც-ტექნიკის მუშაობა, შეეფასებინათ მათი შესაძლებლობები და უპირატესობები.

„სპეც-ტექნიკის დღეების“ მეორე ნაწილი დაეთმო პრეზენტაციებს, ამავე ნაწილში პრეზენტაციით წარსდგა თეგეტა აკადემია. აკადემიის მთავარი მისიაა შექმნას ტრენინგების ისეთი პლატფორმა, რომლითაც აამაღლებს სხვადასხვა კომპანიების და მათი თანამშრომლების ცოდნას, მათ შორის სპეც-ტექნიკისა და მისი გამოყენების მიმართულებით. სტუმრებს ასევე საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ კომპანიისა და მასში შემავალი ბრენდების სიახლეებს, ინოვაციებსა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. პრეზენტაცია დაასრულა თიბისი ლიზინგმა, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს გააცნო კომპანიის სტრატეგია და ახალი პროექტები.

ღონისძიების მთავარი პარტნიორი გახლდათ ბიზნესის ხელშემწყობი #1 ბანკი თიბისი და ლიდერი სალიზინგო კომპანია თიბისი ლიზინგი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge