png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„ოქროს დათვი“ „სინონიმებს“ გადაეცა

  • კულტურა
  • 17.02.2019
  • 11:24
„ოქროს დათვი“ „სინონიმებს“ გადაეცა

ბერლინის 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - „ოქროს დათვი“ ნადავ ლაპიდის „სინონიმებს“ გადაეცა. პოლიტიკურად საკმაოდ მძაფრი, მაგრამ მხატვრული თვალსაზრისით ძალიან სუსტი ფილმი „სინონიმები“, რომელიც ებრაელმა რეჟისორმა ნადავ ლაპიდიმ პარიზში გადაიღო, ჟიურიმ რატომღაც საუკეთესოდ მიიჩნია ფესტივალის მთავარი პრიზით - „ოქროს დათვით“ დააჯილდოვა. რასაც გამოკვეთილად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა ჟურნალისტებით სავსე კინოდარბაზში, სადაც დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. პარიზში ჩასული ახალგაზრდა კაცის ისტორია უფრო რეჟისორის სოციალურ-პოლიტიკური კომპლექსების დემონსტრაციაა, ვიდრე მთავარი გმირის ფრანგულ კულტურასთან იდენტობის მცდელობა.

არანაკლებ სკანდალური აღმოჩნდა „ვერცხლის დათვით“ ფრანსუა ოზონის დაჯილდოება. აშკარად კონიუნქტურული და შეიძლება ითქვას უსუსური ფილმი „მადლობა ღმერთს  (ან „ღვთის მადლით", ასეც ითარგმნება), საკონკურსო ფილმებს შორის ჟურნალისტებმა ლამის ყველაზე ცუდად მონათლეს.

ალფრედ ბაუერის პრემია (კინემატოგრაფში  ახალი გზებისა და ძიებისათვის) გერმანელ რეჟისორს, ნორა ფინშელდტს გადაეცა ფილმისათვის „სისტემის მსხვრევა“, ხოლო „ვერცხლის დათვით“ საუკეთესო რეჟისურისთვის, ასევე გერმანელი რეჟისორი ანგელა შანელეკი დააჯილდოვეს ფილმისათვის „მე სახლში ვიყავი, მაგრამ...“ რაც სხვათა შორის, ჟურნალისტებმა ასევე ხმამაღლა გააპროტესტეს.

ფესტივალის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, ჩინელი რეჟისორის ვანგ ხიაო სუაის „ასე დიდხანს, შვილო ჩემო" მხოლოდ გამარჯვებულ მსახიობთა „ამარა“ დატოვეს.

„ვერცხლი დათვი“ საუკეთესო მსახიობი ქალისათვის ჟიურიმ იუნ მეის გადასცა, რომელიც მთავარ როლს თამაშობს ამ ფილმში. ამავე ფილმში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის „ვერცხლის დათვით“ დააჯილდოვეს ვანგ ცინ ჩუნი.

„ვერცხლის დათვით“ საუკეთესო სცენარისათვის დააჯილდოვეს კლაუდიო ჯოვანეზი, რობერტო სავიანო და მაურიციო ბრაუჩი, ფილმისათვის „ნეაპოლის პირანიები“, რომელიც ნეაპოლის მაფიის ბავშვებზე დამღუპველ გავლენას გვიჩვენებს. ასევე „ვერცხლის დათვი“  საუკეთესო მხატვრული ხერხებისა და გამოსახულებისთვის გადაეცა ნორვეგიელ ოპერატორს, რასმუს ვიდებაეკს ფილმისათვის „ცხენების ქურდობა“ (რეჟისორი ჰანს პეტერ მულანდი).

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი სიმბოლო (ისევე როგორც თავად ქალაქ ბერლინის), დათვია და, როგორც წესი, ის ყოველ წელს პოსტერებისა თუ პლაკატების მთავარი გმირია. თუმცა, წლევანდელი, რიგით 69-ე კინოფესტივალის ვიზუალური კონცეფცია აშკარად  განსხვავდება წინა წლებისგან. პლაკატებზე აღარ არის გამოსახული ცოცხალი დათვი, მხოლოდ ხელოვნური დათვის ბეწვით შემოსილ ან დათვად გადაცმულ ადამიანებს  ვხედავთ, რაც ცალსახა და არაორაზროვანი ეკოლოგიური მინიშნებაა. საინტერესო ის არის, რომ აქამდე ბერლინის ფესტივალის დირექტორს, დიტერ კოსლიკს ასეთი რადიკალური და „მწვანე“ ინციატივა არასოდეს გამოუჩენია.

2019 წელი ბატონ კოსლიკისთვის განსაკუთრებულია, რადგან მაისში ფესტივალთან ხელშეკრულების ვადა ეწურება და თვრამეტწლიანი მუშაობის შემდეგ დირექტორის პოსტის დატოვება მოუწევს. კოსლიკის ერა ნამდვილად არ ყოფილა ესთეტიკური თვალსაზრისით გამორჩეული ბერლინალეს ისტორიაში... თუ არ ჩავთვლით მის განსაკუთრებულ ვნებასა თუ აკვიატებას წითელი ხალიჩის გამოცოცხლებისა და მეორეხარისხოვანი ჰოლივუდის მიმართ. უფრო ხშირად კრიტიკოსები მას ბერლინის კინოფესტივალის ავტორიტეტის შელახვასა და თანამედროვე, ხარისხიანი კინემატოგრაფის იგნონირებაში ადანაშაულებენ

დიტერ კოსლიკის მემკვიდრეს ფესტივალი დამთავრებისთანავე დაასახელებს. როგორც უკვე ცნობილია, 2020 წლიდან ბერლინალეს იტალიელი კარლო შატრიანი უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე ლოკარნოს ფესტივალის დირექტორი იყო და რომელიც, სხვათა შორის, ახალი ქართული კინოს დიდი გულშემატკივარია.

თემურ ჯგერენაია

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge