png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავსტრიაში, საერთაშორისო სემინარზე არ დაუშვეს

  • კონფლიქტები
  • 07.11.2019
  • 16:54
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავსტრიაში, საერთაშორისო სემინარზე არ დაუშვეს

ავსტრიაში კავკასიაში მიმდინარე მოვლენებისადმი მიძღვნილ სემინარზე, რომელიც ქალაქ რაიხენაუში 6-10 ნოემბერს იმართება,  ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი არ დაუშვეს.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ე.წ. მინისტრი -  მედოევი სემინარზე მიწვეული იყო, მაგრამ 6 ნოემბერს ორგანიზატორებმა აცნობეს, რომ მისი მონაწილეობა სიმპოზიუმში შეუძლებელი იყო.

სემინარი ავსტრიის თავდაცვის ეროვნული აკადემიის ორგანიზებით იმართება.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსულ მედიას განუცხადეს, რომ საქართველოს ყველა ხელისუფლება უპრეცენდენტო ზომებს მიმართავს, რათა დაბლოკოს „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების“ შესაძლებლობა, თავისი პოზიცია საერთაშორისო საზოგადოებას გააცნოს.

მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება მიმართავს უპრეცენდენტო ზომებს, რათა დაბლოკოს სამხრეთ ოსეთისთვის ნებისმიერი შესაძლებლობა, საერთაშორისო საზოგადოების ყურამდე მიიტანოს თავისი მოსაზრებები და თავისი ინტერესებისთვის დეზინფორმაციას მიმართავს“, - განაცხადეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა.

 „მეზობელი აგრესორი-ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურები ყველანაირ ღონეს მიმართავენ, რომ ინფორმაცია გამსახურდია-შევარდნაძე-სააკაშვილის დანაშაულებებისა და ქართულ-ოსური ურთიერთობის რეალური სურათის შესახებ დამალული იყო საერთაშორისო საზოგადოებისათვის“, -აღნიშნულია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge