png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

Twitter-მა 2019 წლის ყველაზე განხილვადი თემები დაასახელა

  • ეს საინტერესოა
  • 10.12.2019
  • 14:39
Twitter-მა 2019 წლის ყველაზე განხილვადი თემები დაასახელა

სოციალურმა ქსელმა Twitter-მა თავის ბლოგში 2019 წლის შედეგები შეაჯამა და ყველაზე პოპულარული თემები გამოყო. მათ შორისაა სერიალი „სამეფო კარის თამაშები“, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ყველაზე განხილვადი ახალი ამბების კატეგორიაში პირველი ადგილი ნოტრ-დამის ხანძარმა დაიკავა. ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა, ჩამოინგრა ტაძრის შპილი, ცეცხლმა მოიცვა მზიდი კონსტრუქცია. მეორე ადგილი დაიკავა ჰეშთეგმა „რეივის ეპოქის დასაწყისი - მმართველობის ეპოქა, რომელიც 1 მაისს იაპონიაში ჰეისეის ეპოქა შეცვალა იმპერატორის ცვლილებასთან დაკავშირებით. მესამე ადგილზეა ვენესუელა, სადაც იანვრის დასაწყისში მასობრივი პროტესტები დაიწყო და ხუან გუაიდომ თავი სახელმწიფოს დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

ყველაზე პოპულარული ახალი ამბების ათეულში ასევე შევიდა Brexit-ი, იაპონიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში უძლიერესი ტაიფუნი ჰაგიბისი, ამაზონის ტყის ხანძრები. ჰონგ-კონგის პროტესტები, კლიმატთან დაკავშირებული პროტესტები. ტერაქტი ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩსა და აშშ-ში დემოკრატების წინასაარჩევნო დებატები.

2019 წლის ყველაზე განხილვადი პერსონა გახდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი წინამორბედი ბარაქ ობამა და ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი. ტოპში ასევე მოხვდნენ ამერიკელი პოლიტიკოსი ალექსანდრია ოკასიო-კორტესი, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები ბერნი სანდერსი და ჯო ბაიდენი.

მომხმარებლები ხშირად მსჯელობდნენ აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ ჰილარი კლინტონსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე, ასევე რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინზე.

2019 წლის ყველაზე განხილვადი სერიალი იყო „სამეფო კარის თამაშები“. მეორე ადგილზე აღმოჩნდა ამერიკული სერიალი „ძალიან უცნაური საქმეები“, მესამეზე - სერიალი „სიმფსონები“. მხატვრულ ფილმებს შორის ყველაზე პოპულარული იყო ფილმი „შურისმაძიებლები: ფინალი“.

Twitter-ის მომხმარებელბი ასევე საუბრობდნენ ამერიკელ მსახიობებზე ტომ ჰოლანდზე, კრის ევანსსა და ზენდაიაზე. მომხმარებლთა შორის 2019 წლის ყველაზე პოპულარული მუსიკოსი გახდნენ სამხრეთკორეული ჯგუფი BTS, ამერიკელი მომღერლი არიანა გრანდე და რეპერი დრეიკი.

სოციალურმა ქსელმა ცალკე გამოყო პოსტი, რომელსაც ყველაზე მეტი რამდენიმე გაზიარება ჰქონდა. ყველაზე პოპულარული გახდა ქათმის კვერცხის ფოტო, რომელმაც იანვარში მსოფლიო რეკორდი მოხსნა Instagram-ზე „მოწონებების“ რაოდენობით. მომხმარებლები ასევე აქტიურად აზიარებდნენ ვიდეოს, რომელზეც სტუედენტების გუნდი გაურბის პატარა იხვებს  და კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ჩანს კატა, რომელიც ღობეზე იდეალურ ნახტომს ასრულებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge