primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

Forbes-მა ბოლო ათწლეულის ყველაზე ძვირადღირებული ნახატების რეიტინგი გამოაქვეყნა

  • კულტურა
  • 25.12.2019
  • 14:13
 Forbes-მა ბოლო ათწლეულის ყველაზე ძვირადღირებული ნახატების რეიტინგი გამოაქვეყნა

გინესის რეკორდების თანახმად, ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“ ფერწერული ტილოების ნიმუშებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია. 1962 წელს ის 100 მლნ დოლარად შეფასდა. ამჟამად, მისი ღირებულება 800 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს.

ჟურნალმა Forbes-მა უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე ძვირადღირებული ნახატების რეიტინგი გამოაქვეყნა:

 

 

 

2019

კლოდ მონეს „თივის ზვინი“ Sotheby’s-ის აუქციონმა 110,7 მლნ დოლარად გაყიდა.

კლოდ მონეს „თივის ზვინის“ ყველა სერია მოიცავს 25-მდე ტილოს, რომლებიც მხატვარმა ჟივერნიში 1890-1891 წლებში შექმნა.

ნახატები ერთმანეთისგან სრულად განსხვავდება ფერით, შესრულების ტექნიკითა და ატმოსფერული ეფექტებით.

გაყიდული ნახატი ერთ-ერთია რვიდან, რომელიც კერძო კოლექციაში ინახება. დანარჩენი 17 დაცულია სხვადასხვა მუზეუმში - მეტროპოლიტენში, ორსეიში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტსა და ა.შ.

2018

ამადეო მოდილიანის „მწოლიარე შიშველი ქალი“ Sotheby's-ის აუქციონზე 157,2 მლნ დოლარად გაიყიდა.

ნახატი მოდილიანის  ოდესმე გაყიდულ ნამუშევრებს შორის ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა.

2017

ლეონარდო და ვინჩის „სამყაროს მხსნელი“ Christie's-ის აუქციონზე 450,3 მლნ დოლარად გაიყიდა.

ნახატი დაახლოებით 500 წლის წინ შეიქმნა. ის ლეონარდო და ვინჩის ერთადერთი ნამუშევარია, რომელიც ამ მომენტისთვის კერძო კოლექციაში ინახება.

2016

გუსტავ კლიმტის „ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი“ 150 მლნ დოლარად გაიყიდა. 

2015

ამერიკელი მხატვრის უილიამ დე კუნინგის ნახატი „გაცვლა“ 300 მლნ დოლარად გაიყიდა. მხატვარმა ეს ნამუშევარი 1955 წელს დაასრულა. 2015 წლის სექტემბერში დევიდ გეფენის ფონდმა ნახატი კენეტ გრიფინს 300 მლნ დოლარად მიჰყიდა, რის შედეგადაც ფერწერული ტილო მსოფლიოში ერთ-ერთი ძვირადღირებული გახდა. ამჟამად, ნახატი ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში ინახება.

2014

პოლ გოგენის ტილო „როდის არის ქორწილი?“ 210 მლნ დოლარად გაიყიდა.ნახატი გოგენმა 1892 წელს შექმნა.  

 2013

პაბლო პიკასოს „ძილი“ 2013 წელს 155 მლნ დოლარად გაიყიდა. პიკასომ ტილო იმ პერიოდში შექმნა, როდესაც სიურეალიზმით იყო გატაცებული.

ნამუშევარი ეძღვნება მხატვრის მორიგ სიყვარულს - მარია-ტერეზა ვოლტერს.

2012

გუსტავ კლიმტის ტილო „წყლის გველები“ 183,8 მლნ დოლარად გაიყიდა.

2011

პოლ სეზანის ნამუშევარი „ბანქოს მოთამაშეები“ 250 მლნ დოლარად გაიყიდა. ის იმ ნახატების სერიიდანაა, რომლებზეც გამოსახულია ადამიანები, რომლებიც ეწვიან, სვამენ ან ბანქოს თამაშობენ.


2010

 

პაბლო პიკასოს ნახატი „გაშიშვლებული, მწვანე ფოთლები და ბიუსტი“ 106,5 მლნ დოლარად Christie’s-ის აუქციონზე გაიყიდა.

ნახატი 1936 წელს ნიუ იორკელმა დილერმა პოლ როზენბერგმა შეიძინა, რის შემდეგაც 1951 წელს ამერიკელ დეველოპერს სიდნი ბროუდის მიჰყიდა.

ბროუდის გარდაცვალების შემდეგ 2010 წელს, ტილო Christie’s-ის  აუქციონზე გასაყიდად გამოიფინა. ნახატი უცნობმა კოლექციონერმა შეიძინა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 22:54
რუსეთის მასშტაბური დარტყმების შედეგად კიევის ოლქში 15-მდე ადამიანი დაიღუპა
  • 22:48
უკრაინის არმიამ მორიგი შეტევა განახორციელა Wildberries-ის საწყობზე
  • 21:02
ზვიადი და ცოტნე… დღემდე უსამართლობისა და თითქმის ერთნაირად ტრაგიკული ბედის მსხვერპლი 2 ადამიანი - ანა ჯაბაური
  • 18:25
მესტიისა და სვანეთის ეპარქია უშგულის ლამარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • 13:42
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
  • 20:11
კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge