primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ლევან გელბახიანი შვედეთის მთავარ კინოდაჯილდოებაზე საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

  • კულტურა
  • 21.01.2020
  • 11:34
ლევან გელბახიანი შვედეთის მთავარ კინოდაჯილდოებაზე საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მთავარი როლის შემსრულებელი, ლევან გელბახიანი შვედეთის მთავარ კინოდაჯილდოებაზე (Guldbagge Award) საუკეთესო მსახიობად დაასახელეს.

ფილმმა "და ჩვენ ვიცეკვეთ" კი საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქართველი მოცეკვავის მერაბის შესახებ, რომლის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც თავისივე მეტოქე ბიჭი შეუყვარდება.

წარმოშობით ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის - და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced - მსოფლიო პრემიერა კანის ფესტივალზე გაიმართა, სადაც კინოკრიტიკოსთა მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა.

"ფილმის სიუჟეტი ინსპირირებულია რეალური ადამიანების ცხოვრებითა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. იგი გვიჩვენებს საქართველოს რეალობას და ისტორიას ფართო კონტექსტში. ეს არის გულწრფელი ფილმი თავისუფლების მნიშვნელობაზე", - აცხადებს ლევან აკინი.

ფილმი ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა.

გარდა ამისა, ბოსნია და ჰერცეგოვინაში ლევან გელბახიანს გადაეცა კინოფესტივალის პრიზი „სარაევოს გული“, რომელიც 2019 წლის 16-23 აგვისტოს გაიმართა.

"და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის სახელით ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე გაიგზავნება.

ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ახალგაზრდა ქართველმა მსახიობმა ლევან გელბახიანმა ფილმში და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მიიღო. ნათქვამია კინოფესტივალის ფეისბუკგვერდზე.

ფილმი და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.

30 ოქტომბერს, გახდა ცნობილი, რომ ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩიკაგოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

  • 22:54
რუსეთის მასშტაბური დარტყმების შედეგად კიევის ოლქში 15-მდე ადამიანი დაიღუპა
  • 22:48
უკრაინის არმიამ მორიგი შეტევა განახორციელა Wildberries-ის საწყობზე
  • 21:02
ზვიადი და ცოტნე… დღემდე უსამართლობისა და თითქმის ერთნაირად ტრაგიკული ბედის მსხვერპლი 2 ადამიანი - ანა ჯაბაური
  • 18:25
მესტიისა და სვანეთის ეპარქია უშგულის ლამარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • 13:42
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
  • 20:11
კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
  • 20:05
კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
  • 20:04
ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge